"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») საკმაოდ ფართოდ აშუქებს ბათუმში გამართულ კონფერენციას სამი სახელმწიფოს - საქართველო, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების, აგრეთვე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით და აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამი ქვეყნის კავშირი ევროპული არ გამოვიდა: ევროკავშირი მზადაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად, მაგრამ წევრად მიღების გარეშე“ (ავტორები - მარინა კოვალენკო, გიორგი დვალი).

 

„თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - ამ განზრახვის კონსტატაცია „ასოცირებული ტრიოს“ - სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ახალი კავშირის მონაწილეებმა დააფიქსირეს. შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელიც. თავისი კავკასიური ტურნეს დასრულებისას იგი არ ძუნწობდა და სამივე ქვეყანას „უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას“ პირდებოდა... მაგრამ იმავდროულად იგი ევროკავშირში სამი ქვეყნის ინტეგრირების პერსპექტივაზე აქცენტის გაკეთებას თავს არიდებდა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

კონფერენციაზე მხარეთა გამოსვლიდან გასაგები გახდა, რომ „ტრიოსა“ და ევროკავშირის ამოცანები ერთმანეთთან სრულ თანხმობაში არ არის. ჯგუფში პოზიცია ყველაზე მკაფიოდ ვლადიმერ ზელენსკიმ გამოხატა: „ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ტერიტორია უფრო გაფართოვდეს, შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი არჩევანის გამო ჩვენი ტერიტორია სულ უფრო მცირდება“... „ჩვენ ეს სამიტი მხოლოდ სამიტად არ გვჭირდება. ჩვენთან ომია და ხალხი იღუპება“.

 

მიშელის გამოსვლა, რასაკვირველია, ოპტიმიზმით იყო გაჟღენთილი. მართალია, მას სამი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი უთქვამს და ამის ნაცვლად, მიმდინარე თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ადრინდელ ფულად დახმარებას - 2,5 მილიარდ ევროს - კიდევ ახალ, უპრეცედენტო თანხას დავამატებთ - 2,3 მილიარდი ევროს რაოდენობითო“, - დააიმედა მან „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერები.

 

საქართველოს ხელისუფლება საოცნებო აღარ არის


„ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობა ბრიუსელთან არამხოლოდ ბუნდოვანი პერსპექტივით არის დაჩრდილული, არამედ არსებობს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორებიც, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაც, რომელიც 5 ივლისს თბილისში მომხდარი ინციდენტით გამოიხატება. ოპოზიცია მიტინგებს აწყობს და ისევ ითხოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგეს.

 

დასავლეთიც თავის გაღიზიანებას არ მალავს - აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან პირდაპირ, მოურიდებლად განაცხადა - „5 ივლისის დარბევა საქართველოს იმიჯისთვის დიდ ლაქას წარმოადგენს“, ხოლო ევროპარლამენტის ლიტევლმა დეპუტატმა პიატრას აუშტრავიჩუსმა ხაზი გაუსვა - „მმართველმა პარტიამ უნდა შეიგნოს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ადამიანების ღირსებასა და პატივისცემას ეფუძნებაო“.

 

ქართულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება შარლ მიშელმა საკუთარი თვალით ნახა - ბათუმის აეროპორტში მას ოპოზიციური აქტივისტები დახვდნენ დაღუპული ტელეოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას სურათებით, ხოლო ბათუმის სასტუმროსთან - ტრადიციული ფასეულობების მომხრეები პლაკატებით „ერი, ოჯახი, რელიგია - აი, ესაა ჩვენი ფასეულობები. თქვენ კი როგორი გაქვთ, მიშელ?“.

 

თუმცა ყველაზე უფრო მეტი უკმაყოფილება შარლ მიშელმა იმის მიმართ გამოხატა, რომ ოფიციალური თბილისი შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარებისათვის გაფორმებული შეთანხმების პირობებს დროულად არ ასრულებს, მაგალითად, სასამართლო რეფორმების განხორციელების საკითხში. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დანიშნა უზენაესი სასამართლოს წევრები, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

 

თუმცა, შარლ მიშელის გამოსვლამ ისიც ცხადჰყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი შიშები, როგორც ჩანს, არ გამართლდება: შეთანხმების პირობების არშესრულების გამო ევროკავშირი თბილისის წინააღმდეგ რაიმე სანქციების დაწესებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია -BBC
ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებაზე რუსი სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა - The New York Times
„ნაწილობრივი მობილიზაცია: პუტინი სახიფათო თამაშში ფსონებს ზრდის“ - რას წერს ბრიტანული „ბი-ბი-სი“
"მრავალმხრივი კავშირები“: პრინციპი „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია" - Le Figaro
ერთგულების ძიებაში: როგორ უნდა უზრუნველყოს რუსეთმა თავისი საზღვრების გარანტირებული უსაფრთხოება
"უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს" - The Times
„ნენსი პელოსის შოუ“ - რას წერს უცხოური პრესა
"ნენსი პელოსის ჩამოსვლამ სომეხი ხალხი ააფორიაქა და საზოგადოების ყველზე ბრიყვი ნაწილი ტრანსში ჩააგდო"
„თბილისური დღიურები: „ჩვენთან უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიც არის - რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“
„ინდოეთის პრობლემური თამაშები საერთაშორისო არენაზე“ - რას წერს უცხოური პრესა
„მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“ - უცხოური პრესა
„ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა - სტაბილურობის მუხტი უწესრიგო და მერყევი მსოფლიოსათვის“- რას წერს უცხოური პრესა
„მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: კრემლის მიერ განცდილმა კატასტროფულმა დანაკარგმა შეიძლება რუსეთის ფედერაციის დარღვევა გამოიწვიოს“
„პუტინმა უკრაინის საკითხში სი ძინპინის პოზიცია შეაქო“ - „ბი-ბი-სი“-ს რუსული გამოცემა
„დროსთან დევნა ევროპის ენერგეტიკაში: ყველაზე კრიტიკული 2024 წელი იქნება“ - რას წერს თურქული გაზეთ „საბაჰი“
„რუსეთი ევროპას გაზს უწყვეტს, ევროპელები კი დახმარებას რეჯეფ ერდოღანს სთხოვენ: „გეთაყვა, ჩაერიეთ...“ - რას წერს თურქული გამოცემა „ჰაბერ-7
„პუტინი და ერდოღანი: წინააღმდეგობრივი ურთიერთობების საიდუმლო“ - რას წერს უცხოური პრესა
„უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის მომენტს ბაქო თავის სასარგებლოდ იყენებს“ - უცხოური პრესა
„ბორის აკუნინი: რევოლუცია რუსეთში გარდაუვალია“ - უცხოური პრესა
„ორმაგი გადასახადები და ფულის ლეგალიზების შეუძლებლობა: რით რისკავენ უცხოეთში წასული რუსეთის მოქალაქეები“ - უცხოური პრესა