შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა

ირლანდიური გაზეთში „აირიშ თაიმს“-ში («The Irish Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული ოპოზიცია ევროკავშირს დახმარების მიღების მიზნით მიმართავს, ულტრამემარჯვენე ძალებისაგან დემოკრატიის დასაცავად“ (ავტორი - დანიელ მაკლაფლინი), რომელიც საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტს ეხება.

 

საქართველო დაბეჯითებით აცხადებს, რომ მისი პროდასავლური ორიენტაცია ეჭვს არ უნდა იწვევდეს - იმის მიუხედავადაც კი, რომ რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია-ჯგუფებმა ევროკავშირს დასახმარებლად მიმართეს ქვეყანაში დემოკრატიის დაცვის მიზნით, იმ მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, რაც „ლგტბქ“- აქტივისტებსა და მასმედიის წარმომადგენლებზე ულტრამემარჯვენეთა თავდასხმამ გამოიწვია.

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორშაბათს საქართველოს ეწვია - როგორც ამ ქვეყნის ლიდერებთან, ასევე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებთან შესახვედრად. ყველა ამ სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გულისხმობს, ანუ იმ სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებშიც რუსეთის ჯარებია განლაგებული.

 

შარლ მიშელი ქართველებს - მთავრობას და ოპოზიციას - დაეხმარა, რომ დაწყებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი მოგვარებულიყო. ეს იყო აპრილში, მაგრამ კრიზისმა ისევ იფეთქა მიმდინარე თვეშიც, როცა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ბრბო თბილისის ქუჩებში „პრაიდის“ ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხა. ათობით ადამიანი დაშავდა, მოგვიანებით კი, ერთი დაშავებული ტელეოპერატორი გარდაიცვალა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა დაგმო, მაგრამ მან ასევე გააკრიტიკა „ლგბტქ“-აქტივისტებიც „ღირსების მარშის“ დაგეგმვისათვის, რომლის წინააღმდეგ, მისი თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 95% გამოდის“ და რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიზანს წარმოადგენდა, ქვეყანაში ქაოსის დასათესად.

 

დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა საქართველოს მმართველი პარტია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და ულტრაკონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის  მხარეზე დადგა. თავის მხრივ, ევროკავშირის სახელმწიფოებმაც, ირლანდიის ჩათვლით, განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო დაეცვა მშვიდობიანი ღონისძიების მონაწილენი და ჟურნალისტები, ვერ შეძლო სიძულვილისა და ძალადობის შემცველი გამოსვლების აღკვეთა.

 

„ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერითაც“, - ნათქვამია 50 ქართული სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთა მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილში შარლ მიშელის მისამართით.

 

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ რამდენიმე დამნაშავე დააკავა, დარბევის ორგანიზატორები ჯერ კიდევ თავისუფალნი რჩებიან... დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ერთი საერთო პოზიცია უნდა გამოავლინონ ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი უფლებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია წერილში, რომელშიც „ქართული ოცნება“ ასევე დადანაშაულებულია იმაში, რომ მან არ შეასრულა აპრილის შეთანხმებაში ნაკისრი ვალდებულება სასამართლო რეფორმის თაობაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილთან და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების დროს შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში ადამიანის უფლებებისა და ფასეულობების „ცენტრალურ როლს და მათ მნიშვნელობას“.

 

მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი მაინც თავის პოზიციას იცავდა და ამბობდა, რომ საქართველო „კეთილსინდისიერად ასრულებს შეთანხმებას დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე. მისი მტკიცებით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ისე „აქტიური არასდროს არ ყოფილა, როგორიც დღეს არის“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, თავის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ქვეყნის ისტორიისაგან და ფასეულობებისაგან განუყოფელია. „საქართველოსთვის ევროპული გზის არჩევანის ალტერნატივა  არ არსებობს“.

 

წყარო

 





მსგავსი სიახლეები
საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია -BBC
ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებაზე რუსი სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა - The New York Times
„ნაწილობრივი მობილიზაცია: პუტინი სახიფათო თამაშში ფსონებს ზრდის“ - რას წერს ბრიტანული „ბი-ბი-სი“
"მრავალმხრივი კავშირები“: პრინციპი „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია" - Le Figaro
ერთგულების ძიებაში: როგორ უნდა უზრუნველყოს რუსეთმა თავისი საზღვრების გარანტირებული უსაფრთხოება
"უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს" - The Times
„ნენსი პელოსის შოუ“ - რას წერს უცხოური პრესა
"ნენსი პელოსის ჩამოსვლამ სომეხი ხალხი ააფორიაქა და საზოგადოების ყველზე ბრიყვი ნაწილი ტრანსში ჩააგდო"
„თბილისური დღიურები: „ჩვენთან უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიც არის - რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“
„ინდოეთის პრობლემური თამაშები საერთაშორისო არენაზე“ - რას წერს უცხოური პრესა
„მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“ - უცხოური პრესა
„ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა - სტაბილურობის მუხტი უწესრიგო და მერყევი მსოფლიოსათვის“- რას წერს უცხოური პრესა
„მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: კრემლის მიერ განცდილმა კატასტროფულმა დანაკარგმა შეიძლება რუსეთის ფედერაციის დარღვევა გამოიწვიოს“
„პუტინმა უკრაინის საკითხში სი ძინპინის პოზიცია შეაქო“ - „ბი-ბი-სი“-ს რუსული გამოცემა
„დროსთან დევნა ევროპის ენერგეტიკაში: ყველაზე კრიტიკული 2024 წელი იქნება“ - რას წერს თურქული გაზეთ „საბაჰი“
„რუსეთი ევროპას გაზს უწყვეტს, ევროპელები კი დახმარებას რეჯეფ ერდოღანს სთხოვენ: „გეთაყვა, ჩაერიეთ...“ - რას წერს თურქული გამოცემა „ჰაბერ-7
„პუტინი და ერდოღანი: წინააღმდეგობრივი ურთიერთობების საიდუმლო“ - რას წერს უცხოური პრესა
„უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის მომენტს ბაქო თავის სასარგებლოდ იყენებს“ - უცხოური პრესა
„ბორის აკუნინი: რევოლუცია რუსეთში გარდაუვალია“ - უცხოური პრესა
„ორმაგი გადასახადები და ფულის ლეგალიზების შეუძლებლობა: რით რისკავენ უცხოეთში წასული რუსეთის მოქალაქეები“ - უცხოური პრესა