რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა საბერძნეთის ელჩს უმასპინძლა

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა საბერძნეთის ელჩს უმასპინძლა 20 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ფონდის წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს, დიმიტრიოსს კარაბალისს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია სამეცნიერო ფონდების საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ.

 

საბერძნეთის ელჩმა უახლოეს მომავალში რუსთაველის ფონდსა და საბერძნეთის სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთობის დამყარებაში მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს.

 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საბერძნეთის მხარესთან ბილატერალური პროგრამის შემუშავების საკითხს, რაც შესაძლოა მოიცავდეს როგორც STEM, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების კვლევების მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამეცნიერო წყაროების შენარჩუნების მიზნით, კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.

 

მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი ტექნოლოგიური კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებასა და განვითარებაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე.





მსგავსი სიახლეები
2 აგვისტო ისტორიაში
თიბისის აპლიკაციების კონკურსი იწყება
ეპიდ-სიტუაცია ქვეყანაში - ბოლო მონაცემები
ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"
ეპიდ - ვითარება საქართველოში 31 ივლისის დილის მონაცემებით
როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს
"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს
სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“
როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები
აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება
იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
30 ივლისი არნოლდ შვარცენეგერის დაბადების დღეა
ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე
2 712 ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა
ისრაელში ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით