"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

კახა კალაძე ღონისძიებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია.

„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს - კახა კალაძეს, - განაცხადა წარდგენისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.





მსგავსი სიახლეები
რა პოლიტიკურ ფასად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება
ძალიან ძვირად დაუჯდება ეს "ოცნებასაც" და ქართველ ხალხსაც - ვაჟა შუბითიძე
"რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, როცა მისი ოპოზიციის დიდი ნაწილი მუდმივი საბოტაჟითაა დაკავებული"
"მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის"
პარლამენტში მაგიდებზე ფეხით სიარული „ხულიგნობა“ არ იყო? - რამაზ საყვარელიძე
რა პოლიტიკურ გავლენას იქონიებს საქართველოზე სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ჯონ ბასის დანიშვნა
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა
მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის დეტალები
ევროკავშირი თქვენთანაა - შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას
ყველაფერში დიპლომატიის დაცვაც ისე ჩანს, თითქოს ყველას თავს ვუხრით - სიმონ კილაძე
პრეცედენტების აჩრდილი - გიორგი ცუცქირიძის ბლოგი
რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ - ანგელა მერკელი
თვალის დაუხამხამებლად გამოწერდნენ განაჩენებს, ზოგს დახვრეტა, ზოგს გადასახლება - ამირან სალუქვაძე
აპირებს თუ არა "ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გაყრას, რომლებიც იქ დიდი ხვეწნა-მუდარით შეიყვანა
შემდგომი ჯვრის დადგმა გათვალისწინებულია თბილისის ზღვის ფსკერზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე
"იაფფასიანი რუსული "ტრიუკი" გამოგვიგდეს" - სააკაშვილი თალაკვაძეზე
ოპოზიციას მოახლოებულ არჩევნებზე სერიოზული შედეგის დადების თეორიული შანსიც კი არა აქვს" - ცუცქირიძე
რას გააკეთებდა გახარია, პრემიერად რომ დარჩენილიყო?! მოიქცეოდა ისე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი - ზაალ ანჯაფარიძე
აგიხსნათ და გვარებიც ჩამოგითვალოთ, ვისი გეგმა იყო თქვენთვის თავპირის დანგრევა, თუ თქვენით მიხვდებით - მერაბ ხაჩიძე
რატომ აპირისპირებთ ხალხს საქართველოში, რის მიღწევას ცდილობთ?! - ბონდო მძინარაშვილი