ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერა ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და რუსეთის პატრირქის კირილეს მიმოწერას ასაჯაროებს.

 

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა მეთაურების მიმოწერის თარგმანს, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.

 

„მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო,

 

მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

 

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

 

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

 

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

 

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

 

კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, - აღნიშნულია წერილში.

 

„მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

 

თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

 

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

 

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.

 

დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

 

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია წერილში.





მსგავსი სიახლეები
ეპიდ-სიტუაცია ქვეყანაში - ბოლო მონაცემები
ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"
ეპიდ - ვითარება საქართველოში 31 ივლისის დილის მონაცემებით
როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს
"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს
სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“
როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები
აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება
იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
30 ივლისი არნოლდ შვარცენეგერის დაბადების დღეა
ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე
2 712 ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა
ისრაელში ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით
სემეკმა სს „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა
ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია- ლაშა ბექაური