ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. 

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.

 

ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა გენეტიკურად ერგო. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა და მისი ხუთი და-ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი უკვე 6 წლის ასაკში ასრულებდა ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით.

 

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

 

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

 

1959—64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი.

 

მისი პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უკავშირდება 1964 წლის გასტროლებს პარიზში მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ „ოლიმპიაში“, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ „ორერაში“, სადაც 15 წელი მღეროდა.

 

1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო–კარიერა დაიწყო. მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს და უამრავი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელიცაა.

 

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.

 

 

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვ.

 

1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი.

 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:


  • 1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 — სსრკ სახალხო არტისტი
  • 1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
  • 1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი
  • ღირსების ორდენი

ნანის მუსიკალურ გზას შვილი — ეკა მამალაძე და შვილიშვილი — ნატალია ქუთათელაძე აგრძელებენ. ნატალიამ საოპერო მომღერლის კარიერა აირჩია. ახლა ისინი ხშირად სამნი

 

"ჯორჯიან თაიმსი" ულოცავს ლეგენდარულ ქალბატონს დაბადების დღეს!

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის აპლიკაციების კონკურსი იწყება
ეპიდ-სიტუაცია ქვეყანაში - ბოლო მონაცემები
ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"
ეპიდ - ვითარება საქართველოში 31 ივლისის დილის მონაცემებით
როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს
"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს
სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“
როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები
აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება
იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
30 ივლისი არნოლდ შვარცენეგერის დაბადების დღეა
ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე
2 712 ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა
ისრაელში ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით
სემეკმა სს „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა