რუსთაველის ფონდმა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა

21 ივლისს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა,  ჯაბა სამუშიამ და ფონდის სხვა წარომადგენლებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების  მინისტრთან -სერჰი შკარლეტთან და უკრაინის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან. შეხვედრისას ფონდის დირექტორმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო კავშირების შესახებ,  უკრაინულ მხარეს გააცნო   ფონდის საქმიანობა  და სამომავლო გეგმები, გამოთქვა უკრაინის მეცნიერების ფონდთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს.  

 

 

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფონდის დირექტორს სტუმრობისა და  გულთბილი დახვედრისთვის,  ქართულ მხარეს წარუდგინა ის ძირითადი მიმართულებები, რაც საქართველოსთან ახალი კავშირების საფუძველი შეიძლება გახდეს.  სერჰი შკარლეტმა    გამოთქვა მზაობა ფონდებს შორის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე და სამეცნიერო სფეროსთან უშუალო კონტაქტების დასამყარებლად,  ფონდის დირექტორი უკრაინაში მიიწვია.  მან ასევე აღნიშნა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ახლო მომავალში საქართველოს უკრაინის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობა ეწვევა. მხარეებმა ურთიერთობების გასააქტიურებლად, ერთობლივი სამეცნიერო პლათფორმის შემუშავებასა  და ევროკავშირის პროგრამების - „Erasmus +“ და „Horizon Europe” ფარგლებში ერთობლივად მონაწილეობის შესაძლებლობებს დაუჭირეს მხარი.

 

 

 

(R)

 

 





მსგავსი სიახლეები
2 აგვისტო ისტორიაში
თიბისის აპლიკაციების კონკურსი იწყება
ეპიდ-სიტუაცია ქვეყანაში - ბოლო მონაცემები
ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"
ეპიდ - ვითარება საქართველოში 31 ივლისის დილის მონაცემებით
როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს
"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს
სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“
როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები
აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება
იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
30 ივლისი არნოლდ შვარცენეგერის დაბადების დღეა
ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე
2 712 ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა
ისრაელში ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით