უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე

«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): მსოფლიოს ამბების დილის დაიჯესტის თემები // ამინდი: წყალდიდობები და ტყის ხანძრები; კოსმონავტი-მილიარდერები; კორონავირუსი - ტოკიოს ოლიმპიადის მტერი; „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პერსპექტივა მერკელ-ბაიდენის შეხვედრის შუქზე; პერუ: ღარიბი პრეზიდენტი;

 

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») მსოფლიოს ყოველდღიური ამბების ტრადიციულ, 21 ივლისის დილის დაიჯესტში ყურადღება შემდეგ მოვლენებს დაუთმო:

 

ამინდი: წყალდიდობები და ტყის ხანძრები

 

დედამიწის სხვადასხვა ადგილებში ბოლო დღეებში უჩვეულო ამინდები დადგა: ზოგან პაპანაქებაა, გავარვარებული ჰაერის მასები ადგილიდან არ იძვრის, რაც ადამიანებს (და საერთოდ, ცოცხალ არსებებს) უამრავ პრობლემას უქმნის - იწვის ტყეები, ხანძრები ანადგურებს ყველაფერს, ზოგან კი წყალდიდობები და წვიმებია.

 

გერმანია და ბელგია ჯერაც ვერ გამოსულან რამდენიმე დღის მომხდარი ისტორიული წყალდიდობით გამოწვეული შოკიდან. დაღუპულთა რაოდენობა 200 ადამიანს აღწევს. მოსახლეობა ჩივის - დროულად არ გაგვაფრთხილეს შესაბამისმა სამსახურებმაო. ჩინეთშიც, ხენანის პროვინციაში გუშინდელმა კოკისპირულმა წვიმებმაც წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქ ჩენჯოუში 12 ადამიანი დაიღუპა, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ქონებაზე.

 

ამასობაში კი ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ-ში და კანადაში) აუტანელი სიცხე ტყის უდიდესი ხანძრების მიზეზი გახდა. ორეგონის შტატში ორკვირიანი „მონსტრი-ხანძრის“ შედეგად წარმოქმნილი უდიდესი რაოდენობის კვამლი და ჭვარტლი ქარმა აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაიტანა და ძალიან გაჭუჭყიანებულმა ჰაერმა ნიუ-იორკამდეც მიაღწია.

 

ანომალურმა სიცხემ დიდი ხანძრის კერები შექმნა რუსეთის აღმოსავლეთში - ციმბირში და იაკუტიაში, სადაც უკვე ერთი თვეა ტაიგა იწვის. ცეცხლმა უკვე 1,5 მილიონი ჰექტარი წიწვოვანი ტყე გაანადგურა. ხანძარს ვერ აქრობენ და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასე გაგრძელდება აგვისტოს შუახანებამდე. ანუ რაც დაიწვება, დაიწვება, შემდეგ კი საქმეს მხოლოდ ხანძრების ბუნებრივი მტერი - წვიმა გამოასწორებს.

 

კოსმონავტი-მილიარდერები


ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსს ჯერ არ უთქვამს, დაინახა თუ არა თავისი საკუთარი კოსმოსური ხომალდის „ნიუ შეპარდის“ ილუმინატორიდან დედამიწაზე მიმდინარე ტყის ხანძრები, მაგრამ გუშინ, 20 ივლისს მილიარდერი, კოსმოსიდან მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნების შემდეგ, ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მართალია, დედამიწის ორბიტაზე მისი ფრენა, ოთხკაციან ეკიპაჟთან ერთად, მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა - კოსმოსის მეცნიერულ ათვისებაში თუ არა, მილიარდერთა შეჯიბრში მაინც.

 

საქმე იმაშია, რომ ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ ოდისეამდე, 11 ივლისს „ზემოთ, ვარსვლავებისკენ“ გაფრინდა  კიდევ ერთი მილიარდერის, 70 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, რომელმაც საკუთარი ფირმის Virgin Galactic-ის რაკეტოპლან Unity-ს მეშვეობით (აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის ტერიტორიიდან) ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში 90 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, სადაც ცა უკვე შავია, ხოლო დედამიწის ჰორიზონტი - გამრუდებული. იგი ასეთ სიმაღლეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო, რათა ხომალდის ხუთკაციანი ეკიპაჟი დედამიწის ნახვით დამტკბარიყო, შემდეგ კი მიწაზე დაეშვა. რაკეტოპლანის ფრენა ერთი საათი გაგრძელდა.

 

კორონავირუსი - ტოკიოს ოლიმპიადის მტერი

 

ტოკიოს (იაპონია) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ დღეს გამართულ ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ოლიმპიური თამაშების ჩატარება გაუქმდეს, თუ კორონავირუსით დასნებოვნების რაოდენობა ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებში მკვეთრად მოიმატებს. „კოვიდ-19“ უკვე აღმოუჩინეს ზოგიერთ სპორტსმენს და დელეგაციების წევრებს, ხოლო ოლიმპიადის სპონსორებმა, უსაფრთხოების მიზნით, უარი განაცხადეს პარასკევს, თამაშების გახსნას დაესწრნონ.

 

„ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პერსპექტივა

 

როგორც ამერიკული საქმიანი წრეების გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ იტყობინება, აშშ-ში ანგელა მერკელის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, მხარეებმა რუსეთიდან გერმანიისაკენ მიმართული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ბედზეც იმსჯელეს. მიღწეული იქნა გარიგება, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს. წინასწარი ვარაუდით, რომელიც გარკვეულ წყაროებს ეფუძნება, ვაშინგტონი გაზსადენისადმი თავისი პოზიციის კორექტირებას გერმანიის ინტერესების სესაბამისად მოახდენს. იმავდროულად, აშშ და გერმანია მზად იქნებიან მიიღონ საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ევროპაში ენერგოშემცველების ექსპორტს უკრაინაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს.

 

პერუ: ღარიბი პრეზიდენტი

 

მსოფლიო მასმედია ფართოდ აშუქებს პერუში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომლის დროსაც გამარჯვებული ლიდერის გამოვენა საკმაოდ გაჭიანურდა. მაშ, ასე, დიდი ხნის დავის შემდეგ პერუს ცესკომ გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ღარიბი გლეხის შვილი, სკოლის ყოფილი მასწავლებელი პედრო კასტილიო. დიახ, ასეთი პრეზიდენტებიც, თურმე არსებობენ.

 

პედრო კასტილიომ ხმების 50,12% მიიღო, ანუ 44 ათასით მეტი, ვიდრე მისმა კონკურენტმა ქალმა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია - კეიკო ფუჰიმორი პერუს ყოფილი სკანდალური პრეზიდენტის ალბერტო ფუჰიმორის შვილია, რომელიც ქვეყანას 1990-2000 წლებში მართავდა.

 

რა ელოდება წინ პერუელებს? გუშინ, პერუს ცესკოს შენობის წინ გამართული შეხვედრის დროს პედრო კასტილიომ განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლის მთავარი ფაქტორი ხალხის ერთიანობაა. „მდიდარ ქვეყანაში ღარიბები არ უნდა იყონ“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ მეტ ყურადღებას სოციალურ-ეკომოკური პრობლემების მოგვარებას დაუთმობს. გარდა ამისა, გაითვალისწინა რა მოსახლეობის განწყობები, მან აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში დამნაშავეობის დონე უჩვეულოდ მატულობს. მე თანახმა ვარ სიკვდილით დასჯა შემოვიღოთ“.

 

პედრო კასტილიო ღრმად მორწმუნე კათოლიკეა, ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებებს, აბორტებს და ევთანაზიას.

 

აშშ-მა და ვენესუელამ პედრო კასტილიოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს.

 

„ჩვენ გვჯერა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი აშშ-სთან კავშირებს უფრო განამტკიცებს“, - ნათქვამია ლიმაში არსებული აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადურომ თავის კოლეგას და მეზობელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, „ბრძნული პოლიტიკის გატარება“ უსურვა და განაცხადა, რომ „თუ რაიმე გაგიჭირდება, მზად ვარ დახმარების ხელი გამოგიწოდოო“.

 

წყაროები:

 





მსგავსი სიახლეები
საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია -BBC
ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებაზე რუსი სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა - The New York Times
„ნაწილობრივი მობილიზაცია: პუტინი სახიფათო თამაშში ფსონებს ზრდის“ - რას წერს ბრიტანული „ბი-ბი-სი“
"მრავალმხრივი კავშირები“: პრინციპი „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია" - Le Figaro
ერთგულების ძიებაში: როგორ უნდა უზრუნველყოს რუსეთმა თავისი საზღვრების გარანტირებული უსაფრთხოება
"უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს" - The Times
„ნენსი პელოსის შოუ“ - რას წერს უცხოური პრესა
"ნენსი პელოსის ჩამოსვლამ სომეხი ხალხი ააფორიაქა და საზოგადოების ყველზე ბრიყვი ნაწილი ტრანსში ჩააგდო"
„თბილისური დღიურები: „ჩვენთან უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიც არის - რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“
„ინდოეთის პრობლემური თამაშები საერთაშორისო არენაზე“ - რას წერს უცხოური პრესა
„მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“ - უცხოური პრესა
„ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა - სტაბილურობის მუხტი უწესრიგო და მერყევი მსოფლიოსათვის“- რას წერს უცხოური პრესა
„მოვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის: კრემლის მიერ განცდილმა კატასტროფულმა დანაკარგმა შეიძლება რუსეთის ფედერაციის დარღვევა გამოიწვიოს“
„პუტინმა უკრაინის საკითხში სი ძინპინის პოზიცია შეაქო“ - „ბი-ბი-სი“-ს რუსული გამოცემა
„დროსთან დევნა ევროპის ენერგეტიკაში: ყველაზე კრიტიკული 2024 წელი იქნება“ - რას წერს თურქული გაზეთ „საბაჰი“
„რუსეთი ევროპას გაზს უწყვეტს, ევროპელები კი დახმარებას რეჯეფ ერდოღანს სთხოვენ: „გეთაყვა, ჩაერიეთ...“ - რას წერს თურქული გამოცემა „ჰაბერ-7
„პუტინი და ერდოღანი: წინააღმდეგობრივი ურთიერთობების საიდუმლო“ - რას წერს უცხოური პრესა
„უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის მომენტს ბაქო თავის სასარგებლოდ იყენებს“ - უცხოური პრესა
„ბორის აკუნინი: რევოლუცია რუსეთში გარდაუვალია“ - უცხოური პრესა
„ორმაგი გადასახადები და ფულის ლეგალიზების შეუძლებლობა: რით რისკავენ უცხოეთში წასული რუსეთის მოქალაქეები“ - უცხოური პრესა