ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაუსრულებელ საგზაო პროექტებზე

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტ ასაავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაასრულდა და ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა გაიხსნა.


აღნიშნული გზის მონაკვეთითბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან აკავშირებს.

 

ახალი გზა მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხეკოლაგიძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).

 

აღნიშნული პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარი იყო და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

 

როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდა. 15.5 კმ -იანი გზის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა. თუმცა, მინისტრ ზურაბ ალავიძის განმარტებით, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.


ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა:

 

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა  მონახაზი გააკეთა და შეისწავლა იმ პროექტების მდგომარეობა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან დაანონსდა. ამ პროექტებში შედის როგორც საავტომობილო გზების, ასევე, ნავსადგურებისა და რკინიგზის პროექტები და სხვა.

 

სტრატეგიული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის  დაახლოებით 21 პროექტი დაანონსდა, რომელიც იდეურად ძალიან სწორი  და მიზანმიმართულიაასეთი პროექტები ერთმანეთს რომ  გადააბა,  საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთ-ჩრდილოეთ- სამხრეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთობლიობა წარმოიქმნება. ეს პროექტები დღეს რომ განხორციელებული ყოფილიყო, მივიღებდით საქართველოზე როგორც განედურ, ასევე, მერიდიანულ განვითარებას. ეს პროექტები დაანონსდა 2013-ში, 2014-ში, 2015-ში და ჩვენი კვლევიდან ასეთი დასკვნა გამოიკვეთა: შესწავლილი იყო სტრატეგიული გზების მშენებლობა - რეაბილიტაციის 21 პროექტირომელიც წარმოადგენს 2018 წელს დაანონსებული ქვეყნის სივრცითი მოწყობის  ძირითად პროექტთთა ერთობლიობას. კვლევით დასტურდება, რომ არცერთი, 2012 წლიდან დაპირებული 21 პროექტიდან, დასრულებული არ არის. სულ ახლახანს დასრულდა კახეთში - გურჯაანი ბაკურციხის შემოვლითი გზაამასთან, ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაანონსებულ ვადებში დისპროპორცია  ჩანს. მინისტრების ჩანაცვლების დროს დაანონსებული ვადები ხშირ შემთხვევაში უგულვებელყოფილი და დარღვეულია, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. მაგალითად, როდესაც კვირიკაშვილმა თქვა - ამ ვადებში გავაკეთებო, როგორც კი ის წავიდა, ეს დაპირება ჰაერში აორთქლდა, მოვიდა ბახტაძე, მან თქვა, - ამას გავაკეთებ და არ გაკეთდა. ეს ყველაფერი კი აისახება ქვეყნის მდგრად განვითარებაზე,“ - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.


მისივე თქმით, 2012 წლიდან, 10 წლიანი პერიოდი სავსებით საკმარისი იყო სტრატეგიული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის 21 პროექტის დასრულებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ უმეტეს პროექტზე დაპირება გაცემულია ინდივიდუალურად, 2012 წელსქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსპარტიის იმდროინდელი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მიერ. დაპირების გაცემიდან თითქმის 10 წელია გასული და არცერთი პროექტია დასრულებული, ზოგი კი, ჯერ კიდევ პროექტირების პროცესშია. პროექტების დასრულების ვადების კორექტირება  2-ჯერ, ან 3-ჯერ მოხდა და მთლიანად დასრულება კიდევ  2024 წლისთვისაა დაანონსებული,“- აღნიშნავს აგარეიშვილი.

 

ის ჩვენი ქვეყნის საავტომობილო გზების მშენებლობას  მეზობელ ქვეყნებთან ადარებს და განმარტავს, რომ ისინი უფრო სწრაფი ტემპით აშენებენ გზებს, ჩვენ კი - ძალიან ნელა, რაც გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.


ჩვენი კვლევიდან შემდეგი დასკვნა იკვეთება: რეგიონის ქვეყნებში საავტომობილო გზების მშენებლობის სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო გზების მშენებლობის შენელებულმა ტემპმა გამოიწვია, მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველოს საავტომობილო გზების ხარისხის გაუარესება.


მსოფლიო ბანკის ანალიზით, 2012 წელს საქართველო 56-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2019 წელს კი -81- ადგილზეა. ჩვენი პოზიცია 25  ადგილით გაუარესდა. სხვა ქვეყნებმა რა ქნეს ამ დროის განმავლობაშიაზერბაიჯანმა 40 საფეხურით წინ წაიწია, რუსეთმა -25, ყაზახეთმა -24, უკრაინამ 23 და .. რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო სომხეთია, რომელმაც, 11 საფეხურით უკან დაიწია, მაგრამ საქართველომ 25-ით.  


საბოლოოდ დასკვნის სახით შემდეგი ასპექტები იკვეთება:

1. არის ქვეყნის მგდგრადობის რღვევა, როდესაც ერთი მინისტრთა კაბინეტის დაპირება, მეორესგან უგულვებელყოფილია.

2. 10 წლიანი პერიოდი სავსებით საკმარისი იყო, რომ დაანონსებული 21 პროექტი გარკვეულწილად დასრულებულიყო.

3. გზების მშენებლობის ტემპებისა და მდგრადობის დაკარგვა, იწვევს იმას, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც საავტომობილო გზების ხარისხის მაჩვენებელი 25 საფეხურით არის გაუარესებული,“ - აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.


მისივე თქმით, კახეთის რეგიონში გზების განვითარების მიზნითსინქრონიზაციადარღვეულია.


კახეთის  საავტომობილო გზები 4 მონაკვეთს მოიცავს: თბილისი -საგარეჯო, ბაკურციხე-წნორი, წნორი-ლაგოდეხი, გურჯაანი-თელავის მიმართულება. როდესაც რამის გაკეთებას იწყებ, ერთ კვანძს აკეთებ და სამს გაუკეთებელს ტოვებ და აანონსებ, რომ ერთი კვანძის გაკეთებით ტურიზმი ამოქმედდება და ღვინის ბიზნესი დაიძვრება, არასამართლიანი მიდგომაა. როდესაც ეს ოთხივე მიმართულება, სინქრონულად, ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნება და ამოქმედდება, ასეთ პირობებში ტურისტული სფეროს ძვრაც იქნება.  ადმიანს, რომელსაც უნდა შატოებისა და სასტუმროების მშენებლობა და საავტომობილო გზა არ გააჩნია, მძიმეწონიანი ავტომობილებით ქვიშისა და ხრეშის გადაზიდვა ძვირი უჯდებაეს 4 მონაკვეთი ერთდროულად რომ გახსნილიყო, უფრო მეტი მშენებლობა წავიდოდა, რაც კახეთსთვის უკეთესი იქნებოდა,“- განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.


კითხვაზე: - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაუსრულებელ პროექტებზე?- სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი გვპასუხობს:

 

არ ვარ არც წინა ხელისუფლების მომხრე და ამ ხელისუფლების ბევრი მინუსის დანახვაც შემიძლია. თუმცა, დღევანდელ მთავრობაში სახელმწიფო მოხელეებს ფინანსურად რყევადი ინფრასტრუქტურული პროექტების სამართავად საკმარისი გამოცდილება არ გააჩნიათეს მხოლოდ გზის დაგება ხომ არ არის, ბევრი დეტალია გასავლელი, მათ შორის დროებითი გზის დაგება, ფინანსების მოძიება, ტენდერის გამოცხადება და .. ამას სჭირდება გამოცდილი კადრი, ვინც  ამ ყველაფერს თავს მოუყრის. ასეთი კადრი კი არ ჰყავთ. სახელმწიფოს ბრალია ის, რომ ასეთი მენეჯმენტის მქონე ადამიანების მოძებნა ვერ შეძლო. შესაძლოა ნეპოტიზმიც იკვეთებოდეს. ჩემთვის გაურკვეველია ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რა გამოცდილების მქონე იყო, ასევე - მაია ცქიტიშვილი“.


როგორც პაატა ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კიდევ ბევრი კარგი პროექტია გაჩერებული, რომელიც  საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს  7-8%-მდე გაზრდიდა.


ბევრი პროექტია, რომელიც გაჩერებულია. მაგალითად, შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც პრემიერმა სახელმწიფო ბრძანება გამოსცა, რომ  სხვა დანიშნულება მიეცა და გაჩერებულია. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი - გაჩერებულია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პროექტი - გაჩერებულია.  ახლა ჩვენ  საწვავი 50-70 თეთრით იაფი გვექნებოდა, რადგან ნედლ ნავთობს შემოვიტანდით.


ეს პროექტები რომ შესრულებულიყო, სავარაუდოდ,  საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდებოდა და ის 5% -იანი ზრდა, 7-8%-მდე ავიდოდა,“ - აცხადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ივლისისთვის
"ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივლისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ივლისისთვის
როგორ მოქმედებს პანდემია აშშ-ს ეკონომიკაზე და რის გათვალისწინებას გვირჩევს იქ მცხოვრები ქართველი - თემურ ბასილია
ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა მატულობს - ტურიზმის ადმინისტრაცია
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ივლისისთვის
ივნისში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივლისისთვის
ვის შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 ივლისისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის კურსი 22 ივლისისთვის ცნობილია
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაუსრულებელ საგზაო პროექტებზე
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისისთვის
თიბისიში ფულადი გზავნილის კონვერტაცია საუკეთესო კურსითაა შესაძლებელი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივლისისთვის
თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ივლისისთვის