იუნესკო-მ ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

იუნესკო-მ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

გაერო-ს კუტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.

 

ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა და შეუერთდა ისეთ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი, თაჯ-მაჰალი და პიზას დახრილი კოშკი.

 

ჩინეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, იუნესკო-მ საკუთარ სოციალურ გვერდზე განაცხადა, რომ ლივერპული საერთაშრისო კულტურული ორგანიზაციის სიიდან უნდა ამოიშალოს. ლივერპულის მერის ჯოან ანდერსონის თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და ხელისუფლებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობაზე იმუშავებს.

 

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხე ლივერპულს 2012 წლიდან ემუქრებოდა, როდესაც იუნესკო-მ ქალაქის ხელმძღვანელობა ახალი მშენებლობების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და მის სანაპიროს მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებას უკარგავდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ომანის ველური ბუნების სავანე ამოიღო ბრაკონიერობისა და გარემოს შეცვლის გამო, ხოლო 2009 წელს დრეზდენის ელბის ხეობა გერმანიაში, როდესაც მდინარეზე ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი აშენდა.





მსგავსი სიახლეები
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან ევაკუაცია განხორციელდა
"რთულად მოპოვებული წარმატებები შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"
„ბუბლიკების“ გამყიდველობიდან თურქეთის პრეზიდენტობამდე - როგორია რეჯებ თაიფ ერდოღანის ცხოვრება
„კოლექტიური ოპოზიცია“ მაინც აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას - ზაალ ანჯაფარიძე
„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის უკუსვლა დემოკრატიის განვითარების გზაზე - გიორგი კვირიკაშვილი
კიბერშეტევების გამო, შესაძლოა, ნამდვილი ომი დაიწყოს - ჯო ბაიდენი
რა უძრავ ქონებას ფლობს ვატიკანი - ცნობილი ხდება საბიუჯეტო მონაცემები
იგეგმება თუ არა ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ - ნათია თურნავას განმარტება
ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი რისკი დელტაა - ექსპერტები
"რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის, მოუგერიებელი დარტყმა განახორციელოს მტრის სამიზნეებზე"
ხალდეობა აუცილებლად გახდება საერთო სახალხო, თავისუფლების დღესასწაული - სოზარ სუბარი
"ჯობს გვერდში დაუდგეთ ხელისუფლებას და სხვის სახიფათო თამაშებში თქვენს პაიკებად გამოყენებაზე მტკიცე უარი განაცხადოთ"
''ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ!''- გვიყვარხართ და გვიგულეთ თქვენს გვერდით! - ნანა გაგუა
რა ინტერვალია Pfizer-ის დოზებს შორის ყველაზე ეფექტური
კობა კობალაძემ ანზორ ჩუბინიძესთან მეგობრული შეხვედრა გამართა
"ათი წლის წინ ნორვეგიაში მოკლული ახალგაზრდები დემოკრატიის მომავალი იყვნენ"
ჩინეთმა ჯანმო-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
იუნესკო-მ ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო
ჯანმო ახალ საფრთხეზე - "ლამბდა" შტამი მთელს მსოფლიოში ვრცელდება
როდის დასრულდება პანდემია - ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის განცხადება