რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას

ინდოეთის გაზეთ The Times of India-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“ (ავტორი - პრიტი ბისვასი), რომელშიც იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ინდოელი ეროვნების სტუდენტებს შეექმნათ, კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

„რამდენიმე თვის ონლაინ-სწავლების შემდეგ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სამედიცინო განხრით სწავლობენ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: მათ არ შეუძლიათ ქვეყნაში დაბრუნება, გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად და პრაქტიკის გასავლელად.

ჰაიდარაბადელი მორია მურალიდჰარან ნაირი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც საქართველოდან ინდოეთში გასული წლის მარტში დაბრუნდა. მოგვიანებით იგი ავარიაში მოჰყვა და თბილისში ვეღარ ჩავიდა. „მართალია, ჩემმა უნივერსიტეტმა გამოსაშვები გამოცდების ონლაინ-რეჟიმით ჩაბარების უფლება მომცა, მე იძულებული ვარ ერთწლიანი სასწავლო პრაქტიკა გავაცდინო. ამის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოში ჩასვლის შემდეგ მექნება“, - ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

 

მორია მურალიდჰარან ნაირი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც ამჟამად საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან ჩავარდნილნი: საქართველოს მთავრობამ ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კავკასიური სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

 

„ყველა სტუდენტს, რომლებიც ინდოეთიდან საქართველოში ჩამოდიან, გავლილი უნდა ჰქონდეთ ვაქცინაციის სრული კურსი, მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია ჩატარებული და უნდა გაიარონ 14-დღიანი კარანტინი საკუთარი ხარჯით. ინდოეთის რესპუბლიკიდან სტუდენტებს მხოლოდ ჩარტერული ავიარეისებით ჩამოსვლა შეუძლიათ“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის შეტყობინებაში.

 

სტუდენტებმა დახმარებისთვის ინდოეთის მთავრობას მიმართეს და მოლაპარაკების დაწყება სთხოვეს საქართველოს მთავრობასთან, მათი ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. „ჩემს უნივერსიტეტში გამოცდები უკვე დაიწყო. მე თბილისში აგვისტოში უნდა ვიყო, მაგრამ ავიარეისები კი არ არის. თუ არ ჩავალ, მაშინ ერთი წელი დაკარგულია“, - ამბობს The Times of India-ს კორესპონდენტთან საუბარში შრიშტი კრიშნანაი, თბილისის „ნიუ-ვიჟენის“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

 





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ