"ჯობს გვერდში დაუდგეთ ხელისუფლებას და სხვის სახიფათო თამაშებში თქვენს პაიკებად გამოყენებაზე მტკიცე უარი განაცხადოთ"

გრძელდება მთავრობის 10-წლიანი განვითარების გეგმის დარგობრივი განხილვა. დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯერი იყო. გამოგიტყდებით - მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ გამიტაცა მისი წარდგენის მანერითაც და რაც მთავარია, იმ შინაარსით, რომლითაც არ შეიძლება არ იამაყო და არ გაგიჩნდეს სურვილი, ყოველივე ჩაფიქრებულის განხორციელებით პირადად დაინტერესებული იყო და მის ხორცშესხმაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"სასწაული შესაძლებლობები ექმნება ქვეყანას იმ უნიკალური საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებისას - რიკოთის, ქვეშეთი-კობის, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ამბროლაურის, ლენტეხი-მესტიის, კახეთის რეგიონისა და სხვა მიმართულებებით.

 

ამბიციური გეგმებია ქალაქებისა და სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით იმ ქვეყანაში, რომელიც მოწინავე პოზიციებს იკავებს რეგიონში ჰიდრორესურსების თვალსაზრისით, თუმცა დღეს ჩვენ მაინც მოწყურებულები ვართ წყალს.

 

უამრავი სხვა და მოულოდნელად სასიამოვნო ინოვაციები გააჟღერა მინისტრმა (სულ 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი საქართველოს ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით),  ამიერკავკასიაში ჩვენი ქვეყნის მოწინავე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში. და ეს გეგმები, პირველ რიგში გამოაცოცხლებს ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების მდგომარეობას. ასევე, ამ გამოცოცხლებით დაინტერესებულია უამრავი უცხო ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო და ტურისტული ინტერესები.

 

პრეზენტაციას, რომელიც გახსნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა - ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორი-ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, და მე მაინტერესებდა - აცნობიერებენ თუ არა, რომ ამ მასშტაბური გეგმების წარმატების საგარეო პოლიტიკური ვექტორი ამ ქვეყანაში მიმართულია აღმოსავლეთის დაკავშირებაზე დასავლეთთან, რაც ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას და სიძლიერეს შეუწყობს ხელს. 

 

ამ პერსპექტივების ფონზე, ან თავად რატომ უნდა გინდოდეს, ან ჩვენი "მეხუთე კოლონის" დაკვეთით ცდილობდე - ეს ვექტორი პოლიტიკური ჩრდილოეთისკენ წარმართო. ის მეთოდებიც, რა მეთოდებით ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი - ძირითადის განზე გადადებით, არარსებული მეორემნიშვნელოვანის წინა პლანზე გადმოტანით - ასევე ამ, პარტიული "ხუთი ნომრით" დანიშნული კოლონის წისქვილზე ასხამს წყალს. "Бьёт - значит любит" - ეს არ არის პროდასავლური გამონათქვამი და ქართულ ვითარებაში - პირიქით მუშაობს. ამას ჯობს - გვერდში დაუდგეთ თქვენს ჭეშმარიტ პარტნიორ - ხელისუფლებას, და სხვის სახიფათო თამაშებში თქვენს პაიკებად გამოყენებაზე მტკიცე უარი განაცხადოთ", - წერს ქართველიშვილი. 





მსგავსი სიახლეები
როდის გაიხსნება განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - დეტალები
ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვისთვის სასამართლომ პირი 10000 ევროთი დააჯარიმა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს
„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს
შველის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსს - კვლევის შედეგბი
ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე
რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა
ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა
დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
Time-მა ნავალნი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა
რით არის განპირობებული დედამიწაზე ცხელი დღეების რაოდენობის გაორმაგება
"COVID-19 კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა"
ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 153 მედიამ მუშაობა შეწყვიტა
ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება
ვლადიმერ პუტინი კრემლში ბაშარ ასადს შეხვდა
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
"ვახშმის დროს "დააბოლა" სტუმრები, თუ როგორი “გაუსაძლისი” მდგომარეობაა უ-სააკაშვილო საქართველოში"
ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს - ვლადიმირ ზელენსკი
"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს"