ვის შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა.

 

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს.

 

„10 წლიანი პროგრამის პრეზენტაციისას ჩვენ მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მათ, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. რეგიონებში ჩვენი ვიზიტისას მოსახლეობა ძირითადად ამ პრობლემას აყენებდა ჩვენს წინაშე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც წინა წლებშიც გვქონდა, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მიმდინარე წელს მაშტაბურად დავაფინანსოთ. უკვე სექტემბრიდან ჩვენ შეგვიძლია პროგრამაში მონაწილეთა მსურველთაგან მივიღოთ განცხადებები. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ნაწილი ტექნიკის ღირებულების იქნება სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსებული, დანარჩენი შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ამ პროგრამით მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება მცირე მექანიზაციით დაფინანსების საშუალება ანუ 20 000 ლარამდე ტექნიკის, ასევე საშუალო ფასის მექანიზაციის 20 000-დან 100 000 ლარამდე ტექნიკის და ასევე მსხვილი 100 000-ზე მეტი ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
18 სექტემბრის ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა
ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის
სრული საფასურის გადანაწილება 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით - „ტერასა გლდანი გრინ თაუერსის“ სპეციალური შეთავაზება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრისთვის
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა
ლარის კურსი დაეცა
ეს იყო სესხი და სესხის აღებაზე ვთქვით უარი - პრემიერი
რატომ აცხადებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებაზე უარს
პირველი სექტემბრის ლარის კურსი ცნობილია
რა ღირს covid-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები და როგორ შეიცვალა მათი აქციების ფასი 2021 წელს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1170 ლარი გახდა