"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი

ფრანგული ტელეარხის „ევრონიუს“-ის («Euronews») ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირის ფასეულობებისადმი ერთგულებისაგან“, რომელშიც „ლგბტ“-საზოგადოებასთან დაკავშირებით ივლისის თვეში მომხდარი მოვლენებია განხილული. სტატიის ავტორია მერი ჰანიბოლი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი დიდი ბრიტანეთიდან.

 

როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი ქალი აღნიშნავს, ამას წინათ ევროკომისიაში განიხილეს მოხსენება, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრ -ქვეყანაში არსებული სიტუაციაა განხილული - მართლმსაჯულებისა და მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მასში განსაკუთრებით ღრმადაა შესწავლილი და გადმოცემული უნგრეთის მდგომარეობა, რომლის ხელისუფლებამ „ლგბტ“-საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ასევე გაკრიტიკებულია პოლონეთის მმართველი პარტიის საქმიანობაც აღნიშნული მიმართულებებით.

 

„მაგრამ, ალბათ, გონივრული იქნებოდა, რომ მოხსენებაში საქართველოში შექმნილი სიტუაციაც ასახულიყო - იმ ქვეყნისა, რომელსაც პრეტენზია აქვს 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრი გახდეს“, - წერს ბრიტანელი ქალი-პოლიტიკოსი მერი ჰანიბოლი, რომელიც, აღნიშნავს რა კავკასიური ქვეყნის დიდი ხნის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ, იქვე მიუთითებს, რომ „თბილისში მომხდარი ამასწინანდელი ძალადობა „გეი-აღლუმის“ ჩატარების მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იმას აჩვენებს, თუ რაოდენ შორს დგას საქართველო დასავლური ფასეულობების, მათ შორის ბრიტანული ფასეულობების გათავისებისგან“.

 

„მართალია, საქართველო, კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე წინ არის წასული დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირს ძველ ტრადიციებსა და ჩვეულებებზე უარის თქმა“, - ხაზს უსვამს ავტორი. სტატიაში ჩამოთვლილია ის დარღვევები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლება უშვებს ოპოზიციური მასმედიის მიმართ - მათზე პოლიტიკური ზეწოლის სახით.

 

„ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ სწრაფვას, ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ამ მიზნის რეალიზებას ხელს უშლის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელსაც რეაქციული შეხედულებები აქვს და ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ გამოდის. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მჭიდროდაა დაკავშირებული თავის რუს „კოლეგასთან“ - რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რუსული ეკლესია და რუსული სახელმწიფო დევნიან ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც ფაქტიურად კანონგარეშედ არიან გამოცხადებულნი. საერთოდ, რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება“, - აღნიშნავს ავტორი.

 

„ქართული პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული სტრუქტურების მიმართ ნდობა ძალიან დაბალი რჩება, რელიგიური დაწესებულებები კი მაღალი მხარდაჭერით (84%) სარგებლობენ. საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა უნდა შეძლოს ამ ისტორიული გადმონაშთის გადალახვა, თუ მას ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს. პოლიტიკური კლასი უნდა გაემიჯნოს ეკლესიის რეაქციულ შეხედულებებს და აჩვენოს მეტი ერთგულება როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემის შექმნისადმი, ასევე, სხვა დემოკრატიული სტრუქტურების მიმართ“, - ასეთ რეკომენდაციებს იძლევა მერი ჰანიბოლი.

 

„მართალია, დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის მაინც რჩება ნატოსა და ევროპის საბჭოს წევრად. შესაბამისად, ლონდონი შეეცდება თავისი განსაზღვრული როლი შეასრულოს [საქართველოში] აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ