ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი

ბულგარულ გაზეთ „ტრუდ“-ში («Труд») გამოქვეყნებული პუბლიკაცია სათაურით „ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავიწყებული გმირი“ (ავტორი - ემილ სპახისკი) ისტორიულ თემას - 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომს ეხება და მასში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი ქართველი წარმომავლობის მქონე სახელმწიფო მოღვაწის - თავად ალექსი წერეთლის ცხოვრებაა გადმოცემული, რომელმაც თავისი სიცოცხლე, შეიძლება ითქვას, ბულგარეთს შესწირა.

„რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, შიპკის ბრძოლაში ბევრი ადამიანი იბრძოდა, რომლებმაც ბულგარეთს თავისუფლება მოუტანეს, მაგრამ ჩვენ მათ კარგად არ ვიცნობთ. იმ ჯარისკაცებს და ოფიცრებს რუსეთის ქვეშევრდომებად ვთვლით, რადგან ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვინ არიან ისინი ეროვნებით? როგორია მათი ეთნიკური წარმომავლობა? იმ პერიოდში - 1877 წელს - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უამრავი ხალხი და ერი ცხოვრობდა. ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცნობთ თვითონ რუსებს, ფინელებს, მათ პატივს ვცემთ, მაგრამ განა სხვები არ ღვრიდნენ სისხლს ჩვენი თავისუფლებისათვის? რაც დრო გადის, მათი სახელები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება...“, - ნათქვამია სტატიაში.

„ათასობით ქართველი განისვენებს ჩვენს მიწაზე და მათ „რუს ჯარისკაცებად“ ვთვლით. მათ შორის ბევრი თავად-აზნაური იყო. ისინი იბრძოდნენ, რადგან მათი სამშობლოს ბედი ჩვენი ქვეყნის ბედს ჰგავს. ისინი იბრძოდნენ იმიტომაც, რომ ჩვენ მონათესავე სული გვაქვს, ჩვენ შავი ზღვის ტყუპები ვართ.

ჩვენს განმათავისუფლებლებს შორის არიან მეომარი ქართველები და არიან ისინიც, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით ბულგარეთის ბედში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. ასეთია ერთ-ერთი დავიწყებული გმირი - თავადი ალექსი წერეთელი (წერეთელევი).

ახლახან, ივლისის დასაწყისში, თითქმის 150 წლის შემდეგ, ჩვენს მიწაზე ალექსი წერეთლის საქმიანობის მადლიერმა ბულგარელებმა ქართველ თავადს ბარელიეფი დაუდგეს, რომლის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმაც მიიღო. დღეს, ვინც კი ქალაქ სვეტივლასში არსებულ „ხალხთა ხეივანში“ დასეირნობს, შეუძლია დაინტერესდეს და „გუგლით“ გაიგოს, თუ ვინ იყო ალექსი წერეთელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბულგარეთის ისტორიაში“’, - წერს სტატიის ავტორი და გაზეთის მკითხველებს ქართველი თავადის ბიოგრაფიას აცნობს.

„ალექსი წერეთელი 1848 წელს დაიბადა, პენზის გუბერნიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი სტუდენტობის დროს დაინტერესებული იყო იმ ხალხების პრობლემების შესწავლით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქეთის ოკუპაციის ქვეშ იყვნენ. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა ლოზანაში (შვეიცარიაში). რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.

თავადი წერეთელი ბულგარეთს ჯერ კიდევ 1876 წლიდან იცავდა: თურქების მიერ აპრილის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი იმ დიპლომატიური მისიის წევრი გახდა, რომელსაც ოსმალების მიერ ჩადენილი მხეცობის გამოძიება დაევალა. ერთ-ერთ თავის მოხსენებაში ალექსი წერეთელი გრაფ ნიკოლაი იგნატიევს - რუსეთის იმპერიის წარმომადგენელს ოსმალეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებაში - ატყობინებდა, თუ როგორ საშინლად იყო ბულგარელთა სოფლები აოხრებულ-გაძარცული თურქების მიერ, რამდენი ბულგარელი გაჟლიტეს...

ხოლო, როცა ომი უშუალოდ დაიწყო, ქართველი თავადი მოხალისედ ჩაეწერა რუმინეთში დისლოცირებულ გენერალ მიხეილ სკობელევის არმიაში, მონაწილეობა მიიღო ჯერ დუნაის ფორსირებაში, შემდეგ კი ველიკო-ტირნოვოსთან გამართულ ბრძოლაში, შიპკის აღებაში გენერალ იოსებ გურკოს ორდინარეცის სახით. ალექსი წერეთელმა კარგად იცოდა ტოპოგრაფიაც და ამიტომ დიდი დახმარება გაუწია გენერალს შეტევის ორგანიზებაში.

ქართული ფესვების მქონე თავადმა წერეთელმა მონაწილეობა მიიღო სან-სტეფანოს ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში, რითაც დიდი როლი შეასრულა ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებული ქართული მიწების ისტორიული სამშობლოსათვის დაბრუნებაში (საქართველო იმ დროს რუსეთის შემადგენლობაში იყო). იგი ასევე ნაყოფიერად მუშაობდა ბულგარეთის ავტონომიის სტატუსის შემუშავებაშიც, ამერიკელ დიპლომატ იუჯინ სკაილერთან ერთად.

თურქეთთან დაზავების შემდეგ ალექსი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. 1878 წლის 24 აგვისტოს იგი პლოვდივში რუსეთის იმპერიის გენერალურ კონსულად დაინიშნა, სადაც 1882 წლამდე მუშაობდა.

ალექსი წერეთელი მძიმედ დაავადდა, ამიტომ მან გენსკონსულის პოსტი დატოვა და რუსეთში დაბრუნდა. იგი ერთობ ახალგაზრდა ასაკში - 35 წლისა გარდაიცვალა 1883 წლის 16 მაისს ტამბოვის ოლქის სოფელ ლიპიაგში. „გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი ბრწყინვალე მოღვაწე... მისი ნაადრევი სიკვდილი ბულგარელი ხალხისთვის დიდ დარტყმაა“, - წერდა იმდროინდელი ბულგარული პრესა.

ბულგარელმა ხალხმა ქართველი თავადის დამსახურების პატივსაცემად პლოვდივის ოლქის ერთ-ერთ სოფელს „წერეთელევო“ უწოდა“, - ნათქვამია გაზეთ „ტრდის“ სტატიაში.

წყარო

-->

მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ