იგეგმება თუ არა ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ - ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში „ლოქდაუნი“ და აცხადებს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა დაკარგულ შემოსავლებს ნიშნავს.

 

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა არსებობს, „ლოქდაუნი“ არ იქნება. მისივე თქმით, არც რომელიმე კონკრეტული სექტორის ჩაკეტვა იგეგმება.

 

„ჩაკეტვას არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშავონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს. სწორედ ამ გზით გადავლახოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით. ჩაკეტვა არის მიუღებელი ფორმა.

 

რაც შეეხება გამკაცრებას, ჩვენ კვლავ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომ პირბადე ატარონ, დაიცვან რეკომენდაციები. დაწესებულებებში ამ წესებს იცავენ, სადაც არ იცავენ - კონტროლდება. ამის გარდა რაიმე სექტორული, წერტილოვანი შეზღუდვების და რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაციით გადავლახოთ ეს ტენდენცია.

 

„ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ. „ლოქდაუნის“ შემთხვევაში ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები. ეს პრაქტიკა გლობალურად არსებობდა და საქართველოც პანდემიის დასაწყისში ამას აკეთებდა, გამოცდილება ნაკლები იყო და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ გასული წელი -6%-ით დავასრულეთ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი. დღეს რადგან შეგვიძლია მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას აღარ მივყვებით“, - განაცხადა თურნავამ.

 

რაც შეეხება ტურიზმს, თურნავა ამბობს, რომ ტურისტული სექტორი „საკმაოდ უსაფრთხოა“.

 

„ტურისტული სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელშიც დავიწყეთ ვაქცინაცია, მაშინაც კი როდესაც ვაქცინები არ იყო ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღეს არის, შესაბამისად, ტურისტული სეზონი ჩვენთან საკმაოდ უსაფრთხოა“,- განაცხადა თურნავამ.





მსგავსი სიახლეები
როდის გაიხსნება განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - დეტალები
ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვისთვის სასამართლომ პირი 10000 ევროთი დააჯარიმა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს
„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს
შველის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსს - კვლევის შედეგბი
ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე
რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა
ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა
დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
Time-მა ნავალნი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა
რით არის განპირობებული დედამიწაზე ცხელი დღეების რაოდენობის გაორმაგება
"COVID-19 კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა"
ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 153 მედიამ მუშაობა შეწყვიტა
ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება
ვლადიმერ პუტინი კრემლში ბაშარ ასადს შეხვდა
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
"ვახშმის დროს "დააბოლა" სტუმრები, თუ როგორი “გაუსაძლისი” მდგომარეობაა უ-სააკაშვილო საქართველოში"
ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს - ვლადიმირ ზელენსკი
"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს"