ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა მატულობს - ტურიზმის ადმინისტრაცია

ძველი თბილისი ტურისტულ რიტმს უბრუნდება, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივებისა და ავიარეისების აღდგენის შემდეგ ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

 

მათივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სტუმრობისას ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, სადაც მოგზაურობას მეგობრებს ურჩევენ.

 

„საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, აქ არ არის პრობლემა ისეირნო დღისით, ღამით. ჩვენს მეგობრებს აუცილებლად ვურჩევთ, რომ ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას.

 

ჩვენ საქართველოს შესახებ ბლოგს ვამზადებთ, რომელსაც ჩვენს მეგობრებს გავაცნობთ და გავუზიარებთ იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც საქართველოში მივიღეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს აქაური ხალხი, ისინი ძალიან კეთილები არიან და ცდილობენ დაგეხმარონ. ჩვენ ცოტა ქართულიც კი ვისწავლეთ“, - აცხადებენ ანჯელიკა და ბრუნო ჰარცმანები ავსტრიიდან.

 

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არავის, არასდროს უთქვამს რომ რაიმე პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია, ძალიან ღია, ძალიან კეთილი და თბილი ხალხია და ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა“, -ამბობს პაულო დე ლუკა იტალიიდან.

 

„ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დუბაიში, რომლებიც საქართველოში ნამყოფები იყვნენ და მათ გვითხრეს, რომ საქართველო ძალიან უსაფრთხო და კარგი მიმართულებაა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს. ჩვენ ყველას გავუწევთ რეკომენდაციას, რომ საქართველოს ესტუმრონ. აქ ძალიან კარგი და მეგობრული ხალხია, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში“, - ამბობენ დომენიკი და ალი დუბაიდან.





მსგავსი სიახლეები
18 სექტემბრის ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა
ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის
სრული საფასურის გადანაწილება 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით - „ტერასა გლდანი გრინ თაუერსის“ სპეციალური შეთავაზება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრისთვის
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა
ლარის კურსი დაეცა
ეს იყო სესხი და სესხის აღებაზე ვთქვით უარი - პრემიერი
რატომ აცხადებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებაზე უარს
პირველი სექტემბრის ლარის კურსი ცნობილია
რა ღირს covid-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები და როგორ შეიცვალა მათი აქციების ფასი 2021 წელს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1170 ლარი გახდა