რა შემთხვევაში შეიძლება, ან არ შეიძლება ვაქცინაცია - ინფექციონისტის განმარტება 

ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.

 

"ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.

 

1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!

 

2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!

 

3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!

 

4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.

 

5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აუცილებელი არაა აცრის წინ!

 

6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

 

7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!

 

8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზედმეტი ემოციის გარეშე აიცერით.

 

9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!

 

გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ახლა ვაქცინაციაზე გადის!"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე