"არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება" - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

“გირჩი – მეტი თავისუფლების”ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებად გამოცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის პარლამენტს ტოვებს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებაში "გადამგდებები და მატყუარები" არიან. 

 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, სწორედ ასე მყარდება დიქტატურა, “ნელა და თავხედურად.” მისივე თქმით, ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე უარის თქმას.

 

“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ.  გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი.  დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები,

 

გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე, აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.

 

ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე.  კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე როგორც კრემლთან.

 

მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება.

 

არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება.

 

იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის,"– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.  კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე