"რიგგარეშე არჩევნების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი პროცენტებით"

საშინელი პანიკა, წიოკი და კივილ-წივილია ატეხილი ნაცევრონაც პარტიებსა და მათ დეზინფორმაციულ ტელერადიკალებში: არიქა, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირება გაუკეთაო. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი რამ ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე კი ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისულება, მაგრამ.. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

"ავიწყდებათ, რომ თუ ვინმემ დასავლურ კურსს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან, ჩამოვთვალო ყველა ცოდვა თუ გვახსოვს?

 

• ავიწყდებათ, რომ სწორედ ნაცევრონაცები იყვნენ ისინი ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს!

 

• ავიწყდებათ, რომ ძირითადი პუნქტებზე, ისედაც მიდიოდა მუშაობა და გრძელდება!

 

• ავიწყდებათ, რომ ნაცებს და მავნებლებს საერთოდ არცერთ საკითხზე არათუ არ უნდათ მუშაობა/მონაწილეობა,არამედ, მხოლოდ უნიჭო და გულისამრევი სანახაოებებით არიან დაკავებული!

 

• 43% საკითხი კი, როგორც ჩანს უფრო მეტის ამღებიც არის „ქართული ოცნება“, ხოლო რიგგარეშე არჩევნების საკითხს, თუკი ამის აუცილებლობა იქნება, საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი %-ებით.

ახლა, რამდენიც არ უნდა იკივლოს და იწივლოს რადიკალებმა, მხოლოდ ორი გზა რჩებათ:

1. რევოლუციური, მრავალნაცადი და მუდმივად გამოუსვლელი!

ან

2. არჩევნებში გამარჯვების მიღწევა, თუმცა ესეც მრავალნაცადი და მუდმივად გამოუსვლელი!"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.  კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე