"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალსახად არ იქნა შეფასებული ხელშეკრულების ძირითადი ჩამშლელის როლი"

და აი, ისიც. ნაცმოძრაობის მორიგი "აპოკალიფსური გამოცხადება" , სანქციების "დაწესების", ოცნების თავზე დასავლური "ცუნამის" გადავლის შესახებ: ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასოსი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები არიან 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად შეუსრულებლობის გამო - ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი, იმ პარტიების მხარდამჭერები, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს.

 

რა თქმა უნდა, ვაფასებთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევას საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტის მუშაობისთვის შექმნილი პირობების, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების დაჩქარების გამო და ვარწმუნებთ, რომ ყოველივე ჩამოთვლილი მუშაობს, ხორციელდება და აუცილებლად იქნება მიყვანილი საბოლოო შედეგამდე.

 

ამავდროულად, ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალსახად და რაიმე ინტერპრეტირების გარეშე, არ იქნა შეფასებული ამ ხელშეკრულების ძირითადი ჩამშლელის როლი და ადგილი მართველი პარტიის მიერ 28 ივლისს მიღებულ იძულებითი ხასიათის გადაწყვეტილებაში. სამწუხაროდ, ნაცმოძრაობის მხრიდან ამ შეთანხმების სრული იგნორირება, ჩვენი პარტნიორების მიერ არ იქნა აღქმული, თუნდაც როგორც საკუთარი რეპუტაციისა და ღირსების შემლახავი აქტი. ჩვენ კი ძალიან კარგად გვესმის, რა არის პატივახდილი, უთავმოყვარეო და ნამუსშელახული პოლიტიკური ძალის საფასური ჩვენს ქვეყანაში. მათ რიგებში დარჩენას კი - "ქართულ ოცნებას" დღეს უკვე საკუთარი ამომრჩეველი ვეღარ გაუგებდა და არ აპატიებდა, და დამიჯერეთ - უახლოეს პერსპექტივაში, ვერც თქვენ გაუგებდით, პატივცემულო სენატორებო.

 

რაც შეეხება "ქარიშხალის" მოლოდინში მყოფ ნაცმოძრაობას. დიახ, ის შედგა: აშშ-ის სენატის კანონმდებლებმა, მოგვიწოდეს ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. ანუ, მოუწოდეს ხელისუფლებას გააგრძელოს ყოველივე ის, რითაც ისედაც ყოველდღიურ რეჟიმშია დაკავებული, ვინაიდან "საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ხოლო, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს".

 

ამით, სენატორთა განცხადებამ წინმსწრებად გადაიყვანა პოლიტიკურ "თამაშგარე" მდგომარეობაში ყველა ის სუბიექტი, ვინც შემოდგომაზე არჩევნების ბოიკოტირებით აპირებს რომ დაკავდეს. და ამ შემთხვევაში კვლავ, მერამდენედ - მათი ადგილისკენ მიუთითა საკუთარ პარტიულ მისწრაფებებში და ზუსტი მისამართიც კი გამოუწერა: მოსკოვი, წითელი მოედანი, მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორია," - წერს დავით ქართველიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე