„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის უკუსვლა დემოკრატიის განვითარების გზაზე - გიორგი კვირიკაშვილი

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

კვირიკაშვილის შეფასებით, „პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას”.

 

„თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

 

და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა”, - წერს კვირიკაშვილი "ფეისბუქზე".





მსგავსი სიახლეები
როდის გაიხსნება განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - დეტალები
ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვისთვის სასამართლომ პირი 10000 ევროთი დააჯარიმა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს
„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს
შველის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსს - კვლევის შედეგბი
ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე
რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა
ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა
დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
Time-მა ნავალნი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა
რით არის განპირობებული დედამიწაზე ცხელი დღეების რაოდენობის გაორმაგება
"COVID-19 კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა"
ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 153 მედიამ მუშაობა შეწყვიტა
ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება
ვლადიმერ პუტინი კრემლში ბაშარ ასადს შეხვდა
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
"ვახშმის დროს "დააბოლა" სტუმრები, თუ როგორი “გაუსაძლისი” მდგომარეობაა უ-სააკაშვილო საქართველოში"
ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს - ვლადიმირ ზელენსკი
"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს"