სემეკმა სს „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა, რაც წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და  მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას. 


მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა სემეკს განცხადებით, რომელშიც მიუთითა რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ხშირი იყო ელექტროენერგიის წყვეტები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ მიღებული  მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი ხასიათის იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული დადასტურდა სემეკის მოკვლევის შედეგადაც. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა იყო არაზუსტი და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი.    


კომპანიას განემარტა, რომ მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე.





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს