როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურობისას და კურორტზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებები

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

 

"წყალი და საკვები

 

1. მოვერიდოთ უმ ბოსტნეულს, თუ ჩვენ თვითონ არ ვრეცხავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეული ზოგადად ჯანსაღი კვების აუცილებელი ნაწილია, საკვებ პუნქტებში, მითუმეტეს თუ ხალხმრავლობაა და ალბათობა იმისა, რომ რესტორნები ვერ ასწრებდნენ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას, ბოსტნეული, განსაკუთრებით კი სალათის ფურცლები, შეიძლება არ იყოს ადეკვატურად გარეცხილი და საშიში ინფექციური დაავადებების წყარო აღმოჩნდეს. ეპიდემიოლოგიაში არაერთი ეპიდაფეთქებაა ცნობილი სწორედ სალათის ფურცლებთან დაკავშირებით.

 

2. ასევე მოვერიდოთ ხილს, თუ ჩვენ არ ვრეცხავთ, მათ შორის გათლილ ხილსაც. ადამიანებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გათლილი ხილი უსაფრთხოა, თუმცა თუ ხილი გათლამდე კარგად არ არის გარეცხილი, ცხადია, რისკებს შეიცავს.

 

3. ვეცადოთ გარეთ მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ცხელია. ასეთ საკვებში ნაკლებია მიკროორგანიზმების არსებობის ალბათობა.

 

4. მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც იყო ცხელი და უკვე გაცივებულია (განსაკუთრებით გარეთ, სწრაფი კვების პუნქტებში). ასეთ საკვებში მიკროორგანიზმების გამრავლების ალბათობა მაღალია.

 

5. მოვერიდოთ ყველს, რომელიც გარეთ, მაღალ ტემპერატურაზე უმაცივროდ არის. ხშირად შევხვდებით მაცივრის გარეშე გასაყიდ ყველს ქუჩაში. ზოგადად, რბილი ყველი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. ამიტომ გამოყენებამდე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შენახვის პირობები დაცულია.

 

6. უპირატესობა მივანიჭოთ ცხელ სასმელს (ჩაი, ყავა), წვენებთან შედარებით.

 

7. წყალი ჯობია იყოს ბოთლის, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბოთლი დალუქული იყო და ჩვენ გავხსენით. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ ბოთლებში ასხამენ წყალს და ყიდიან ქუჩებში.

 

8. მოვერიდოთ ყინულს, რადგან წყალი შეიძლება ბოთლის იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი წყალი იყო გამოყენებული ყინულის დამზადებისას.

 

9. არ ვიცურავოთ ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს რისკი, რომ ცხოველის ფეკალური მასებით ხდებოდეს დაბინძურება (მაგალითად, ზოგან მდინარეებში და ტბებში), "- წერს მაია ბუწაშვილი.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე