„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

 

მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

 

„მთავარი თემა, რაც საბჭომ განიხილა, შეეხებოდა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას. როგორც იცით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი და გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და განვითარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

გაბუნიას განმარტებით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის გაუმჯობესებისთვის საჭიროებისამებრ შესაძლებელია გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება.

 

“ასევე სხდომაზე სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე იყო საუბარი. რაიონული ცენტრების დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზირებული სერვისებისთვის და ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე სოფლის დონეზე. „ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ქრონიკულ ან მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, მათთან ვაქცინაციის ჯგუფი გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს