როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა

- პანდემიის ჟამს ვაქცინაცია ჩვენი სამოქალაქო ვალია!

 

- ნუ დაველოდებით პასიურად, როდის გადაგვარჩენენ!

 

ავიცრათ და ამით დავიცვათ ჩვენი თავიც, ჩვენი ახლობლებიც და მთელი საზოგადოებაც!, - ამის შესახებ პროფესორი, მედიცინის აკად. დოქტორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს. 

 

"დღეს ჩვენი გადარჩენაც, ქვეყნის დაცვაც, დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - მნიშვნელოვანწილად, ვაქცინაციაზე გადის! 


- ალბათ, მრავალმა წაიკითხეთ ინფორმაცია ქართველი რაგბის მწვრთნელის შესახებ, რომელიც ანტივაქსერული მესიჯების გავლენით ვაქცინირების გარეშე წავიდა უცხოეთში და ახლა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კოვიდის მძიმე გართულებებს ებრძვის!

 

- ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა თავადაც ავიცრათ, ჩვენი ოჯახის წევრებიც ავცრათ და ასევე, გავავრცელოთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომელიც პირადი მაგალითით სხვებსაც დაანახებენ ვაქცინირების აუცილებლობას და სარგებელს, მოუხსნიან შიშს და ყოყმანს. 

 

- როდესაც ექიმი და ექთანი იკეთებს ვაქცინას, იგი იცავს თავის თავსაც (რადგან მედპერსონალის დაინფიცირების შანსი, კოვიდ-პაციენტებთან ხშირი კონტაქტის გამო ყველაზე მაღალია და სამწუხაროდ, მძიმე გართულებებიც და სიკვდილობაც - ყველაზე მაღალი სხვა პროფესიებთან შედარებით), თავის იჯახსაც და თავის პაციენტებსაც! ისიც ჰკითხეთ საკუთარ თავს, ამ მძიმე ჟამს, რომელ ექიმთან ამჯობინებთ მისვლას - რომელიც აცრილია, თუ რომელიც აუცრელია?

 

- როდესაც მასწავლებელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის თავსაც იცავს (ბავშვებს შეიძლება ხშირად უსიმპტომოდ ჰქონდეთ ინფექცია და გაავრცელონ იგი, ხოლო მასწავლებლები - მაღალი ასაკის და თანმხლები დაავადებების გამო, შეიძლება ძალიან მოწყვლადები იყვნენ, ამის ტრაგიკული მაგალითები ბევრი გვაქვს!), იცავს ოჯახის წევრებს და იცავს თავის მოსწავლეებსაც (მით უფრო ახლა, როცა დელტა შტამის გამო ბავშვებში შემთხვევები სულ უფრო ხშირდება, ხოლო 16-წლამდე ნაკლებ ასაკში ვაქცინაციაც არ ტარდება). სხვათაშორის, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მასწავლებელი თავის პროფესიასაც იცავს, რადგან დისტანციურ სწავლებაში მრავალი მათგანი ისე სრულყოფილად ვერ იქნება ჩართული, როგორც ადგილზე სწავლებაში, რომლის შანსს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია დაგვიბრუნებს!

 

- როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს!

 

- როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იკეთებს ვაქცინას, ის თავის მოხუცებულ  და მრავალი დაავადებით დასნეულებულ მშობლებსაც იცავს, თუმცა ამისთვის მათი ვაქცინირებაა საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ორმაგი დაცვა უფრო ძლიერი და საიმედოა!

 

- როდესაც ჯარისკაცი და პოლიციელი იკეთებს ვაქცინას, ის ამით თავის ჯანმრთელობასაც იცავს და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის ფიცსაც - რადგან რაღა დამცველი იქნება, თუ დაუცველობის გამო ვირუსი მძიმედ დააზიანებს და კრიტიკულ მომენტში შეიძლება ვეღარ დაგვიცვას?!

 

- აიცერი! იყავი დაცული და დაიცავი სხვები!" - წერს კირტავა. 





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს