"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"

რუსული გაზეთის „მოსკოვსკიი კომსომოლეც“-ის («Московский комсомолец») სანქტ-პეტერბურგული გამოშვების 30 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ მომღერალ თამარ გვერდწითელთან, რომელშიც იგი, ჟურნალისტ ილია ზლატოვთან საუბრისას, ეხება თანამედროვე რუსულ კულტურას, ხელოვნებას, ლაპარაკობს პეტერბურგულ შთაბეჭდილებზე, სადაც მან რამდენიმე დღის წინათ კონცერტები გამართა... ბუნებრივია, თამარ გვერდწითელი საუბრობს საქართველოს შესახებაც.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

-  თამარა მიხაილოვნა, როგორ მოგწონთ ჩვენი სანქტ-პეტერბურგი? გრჩებათ ქალაქში გასეირნების დრო, როცა აქ გასტროლებზე ხართ?

 

- სამწუხაროდ, გასეირნებას იშვიათად ვახერხებ... პეტერბურგი წელიწადის ყველა დროს ლამაზია, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულობით. ხშირად მინატრია, რომ ტურისტი ვიყო და ქალაქი დავათვალიერო.

 

- მოსკოვში დიდი ხანია ცხოვრობთ. რა არის თქვენთვის რუსეთის დედაქალაქი?

 

- მოსკოვი დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა - თითქმის 20 წელია... მე მოსკოვში 1990-იანი წლებიდან ვარ, ახალგაზრდობის პერიოდიდან. იყო დრო, როცა წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ დავრჩი და არ ვნანობ - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრება - ეს ყოველდღიურ ბრძოლას ნიშნავს „მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად“, დედაქალაქში სულ სხვა ცხოვრებაა - შემოქმედება, გამარჯვებები და ოცნებების ასრულება...  მე, რასაკვირველია, როგორც ადამიანი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს ეთნიკურ წარმომავლობას, ჩემს ეროვნებას - იმ ხალხს, რომელსაც ვეკუთვნი, ამიტომ ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მოსკოვი ძალიან მიყვარს.

 

- სხვათა შორის, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოსთან?

 

- საქართველო ჩემი სამშობლოა და მუდამ ასეთად დარჩება. სამშობლოში ჩვენ შეიძლება რაღაცეები მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ სამშობლო თავის შვილებს არასდროს არ იშორებს, მას უყვარს თავისი შვილები უსიტყვო დედაშვილური სიყვარულით. შეიძლება მიკერძოებულიც კი იყოს ამ სიყვარულში - ისევე როგორც ყველა დედა. შვილმაც შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვას, მაგრამ მისი სიყვარული დედა-სამშობლოსადმი უცვლელია და მას ვერავინ ვერაფრით დაჩრდილავს.

 

(...)

- თქვენ, ალბათ, ქართულ სამზარეულო მოგწონთ და უპირატესობას ეროვნულ კერძებს აძლევთ...

 

- დიახ, ქართული სამზარეულო ჩემთვის ყველაზე ორგანულია, ძალიან მიყვარს ჩვენი საჭმელები, განსაკუთრებით ფხალი - ქართული ეროვნული საუზმეული ბოსტნეულისა და ნიგვზისაგან! თუმცა მთლიანობაში ყველაფერი მომწონს, რასაც მცოდნე ადამიანები კარგად, გემრიელად და სიყვარულით ამზადებენ. ზოგადად კი ძალიან ვაფასებ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ საქმეს ღირსეულად აკეთებენ.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ