როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს

ფოტოგრაფი ნინო გახოკია "ფესიბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში, საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ცისფერყანწელი, ნიკოლოზ მიწიშვილის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე წერს.

 

როგორც ფოტოგრაფი საკუთარ პოსტში ამბობს, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდანაა. ხოლო შსს-ს არქივის მიხედვით, ვიგებთ, რომ ცისფერყანწელი ნიკოლოზ მიწიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს. მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი რეპრესიებს ვერ ასცდა და მას  1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით შრომა-გასწორების ბანაკში 8 წლით გადასახლება მიესაჯა.

 

 

"თამარ ბაგრატიონი - ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე. 1937 წლის 5 ივლისს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 15 აგვისტოს გამოიცა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის, ეჟოვის ოპერატიული ბრძანება №00486, რომელმაც განსაზღვრა ათასობით საბჭოთა ქალისა და ბავშვის მომავალი ბედი თუ უბედობა. დიადი საბჭოეთის შენებას არ ყოფნიდა ზვარაკად შეწირული ,,ხალხის მტრის“ ბრალდებით დაპატიმრებული და დახვრეტილი ათი ათასობით მამაკაცი, ჯერი მათ მეუღლეებზე მიდგა... ,,ჩესეირებით“ (,,член семьи изменника Родины”) დატვირთული საქონლისთვის განკუთვნილი დახურული ვაგონები ძირითადად ნავთლუღის სადგურიდან გადიოდა ციმბირისა და ყაზახეთის მიმართულებით.

 

 

ცისფერყანწელი ნიკოლოზ მიწიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობის, აგიტაცია-პროპაგანდისა და მავნებლობის ბრალდებით 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს შინსახკომის ორგანოებმა, 2 ივლისს გაასამართლეს და განაჩენი - დახვრეტა სისრულეში 12 ივლისს მოიყვანეს. რასაკვირველია, რეპრესიებს ვერ ასცდა მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.

 

 

ძალიან ლამაზი ყოფილა თამარი. 1931 წელს მოსკოვში დაბეჭდილა ღია საფოსტო ბარათები განზოგადებული სახელწოდებით - ,,ქართველი ქალი”, რომლებზეც ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი თამარი იყო გამოსახული, ეს ქართველი ბანოვანი, სხვა ქართველ ქალებთან - ,,მოღალატეთა” ცოლებთან ერთად დაბამბული, გაპოხილი მძიმე ბუშლატითა და ცხვირაზნექილი თექურებით მორდოვაში, პოტმას ბანაკში, 40 გრადუს ყინვაში 80 კილომეტრს გადიოდა დღეში.

 

 

თამარ ბაგრატიონის შესახებ შსს არქივში 1956 წლის სამიმომხილველო ცნობაა შემონახული, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილს შეეფარდა საქ. სსრ სისხლის სამართლის 58-10 და 58-11 მუხლები, დააპატიმრეს 1937 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე, ორდერს ხელს აწერს რაფავა. აღსანიშნავია, მან თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლოზე განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არც ქმრის დანაშაულებრივ ქმედებებზე იცის რამე. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, როგორც ,,ხალხის მტრის” ოჯახის წევრს, მიესაჯა 8 წლით გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკში. თბილისში დაბრუნდა 1945 წელს, გარდაიცვალა 1979 წელს, 70 წლის ასაკში.

 

ფოტო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან.

 

ინფორმაციის წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი," - ნათქვამია ფოტოგრაფის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს