"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"

"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას,"- საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სუ ჟუ.

 

დღეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 94 წლის იუბილეა. 1927 წლის 1 აგვისტოს ნანჩანგის აჯანყებამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეთაურობით ახალი ტიპის სახალხო არმია შვა. იმ დღიდან სახალხო არმიამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ჩინელი ხალხის თავისუფლებას, ბედნიერებას, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და აღორძინებას მიუძღვნა თავი, მისი და ჩინელი ერის ბედი მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 94 წლის განმავლობაში, სახალხო არმია გაიზარდა, გაძლიერდა, ომის ქარცეცხლი გამოიარა, სირთულეები გადალახა, უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ერთი ერთმანეთზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა; არმიამ ძლიერ შეუწყო ხელი ახალი პოლიტიკური მმართველობის გამყარებას, ჩინეთისთვის დიდი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, მტკიცედ დაიცვა ჩინელი ერის ღირსება, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობა და ჩინური სოციალიზმის სისტემა, ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები, მნიშვნელოვან სტრატეგიულ მომენტში დაიცვა ჩინეთის განვითარების შესაძლებლობა, შეინარჩუნა მშვიდობა რეგიონში და მსოფლიოში.

 

სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით ახალ სტადიაზე გადავიდა, ეროვნული თავდაცვისა და არმიის მშენებლობისთვისაც ახალი ეპოქა დაიწყო. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია, პარტიის მიზანს ახალ ეპოქაში არმიის გაძლიერების თაობაზე, მტკიცედ იცავს, სი ძინფინგის იდეოლოგიას არმიის გაძლიერებაზე განუხრელად ახორციელებს, ახალი ეპოქის სამხედრო სტრატეგიულ კურსს ატარებს, სახალხო არმიაზე პარტიის აბსოლუტურ ხელმძღვანელობას ემორჩილება, ურყევად მისდევს არმიის გაძლიერების გზას ჩინური სპეციფიკით, არმიის რეფორმისა და გაძლიერების სტრატეგიას ყოველმხრივ ახორციელებს.

 

2015 წლის ბოლოდან ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში მმართველობის და სარდლობის სისტემის, მასშტაბის სტრუქტურის და ძალების ფორმირების, სამხედრო პოლიტიკური სისტემის და სხვ. რეფორმები განხორციელდა. შედეგად, შეიქმნა ახალი სისტემა, ახალი სტრუქტურა, ახალი მოდელი და ახალი იერსახე, ისტორიული მნიშვნელობის მიღწევები განხორციელდა, რამაც ჩინეთის ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო ძალების მოდერნიზებას და 2027 წლისთვის „არმიის ასწლიანი მიზნის“ განხორციელებას მყარი საფუძველი ჩაუყარა.

 

ჩინეთი განუხრელად ატარებს თავდაცვით ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას  და მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმს, ექსპანსიას და გავლენის სფეროებს. ამას განსაზღვრავს ჩინური სოციალიზმი, მშვიდობიანი განვითარების სტრატეგიული გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა და ჩინეთის კულტურული ტრადიცია, რომ „მშვიდობა ყველაზე ძვირფასია“.

 

ახალი ჩინეთის დაარსების დღიდან, ჩინეთს ომის პროვოცირება არასდროს მოუხდენია და სხვა ქვეყნის ტერიტორიის არცერთი გოჯი არ დაუკავებია. ჩინეთის ეროვნული თავდაცვა და სამხედრო ძალების მშენებლობა და განვითარება მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და განვითარების ინტერესების დაცვიდან გამომდინარეობს, რომელიმე ქვეყნისადმი არ არის მიმართული და საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩინეთს სხვისი კუთვნილი ნამცეციც არ უნდა, მაგრამ წინაპრების დატოვებული მიწის ერთ გოჯსაც არ დაკარგავს. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ყოველთვის მტკიცედ შეასრულებს თავის მოვალეობას და მისიას, შეინარჩუნებს მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას, მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას.

 

ჩინეთი განუხრელად ატარებს დამოუკიდებელ და მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას, მტკიცედ მისდევს მშვიდობიანი განვითარების გზას, ხელს უწყობს ახალი ფორმის საერთაშორისო ურთიერთობების და „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მაღალ დონეზე განვითარებას; ჩინეთი თავისი განვითარებით მსოფლიოს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნის მნიშვნელოვანი იდეა - მშვიდობიანი განვითარების ტენდენციას შეესაბამება, ყველა ერის საერთო მოლოდინს ასახავს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. ჩინეთის არმია ერთგულად ახორციელებს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას, იცავს ურთიერთნდობის, ურთიერთსარგებლობისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, აქტიურად ავითარებს კონსტრუქციულ საგარეო სამხედრო ურთიერთობებს, სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან საქმიან თანამშრომლობას ეწევა და ახალი ფორმის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სამხედრო დიპლომატიის შექმნას უზრუნველყოფს. დღეისათვის ჩინეთი 150-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს სამხედრო სფეროში, თანამშრომლობის დონე კი მუდმივად იხვეწება და სტრატეგიული ურთიერთნდობა დღითიდღე იზრდება,  რასაც მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებაში.

 

ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო სისტემას, რომლის ძირითად ბირთვს გაერო წარმოადგენს, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების საფუძველზე მტკიცედ იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს მულტილატერალიზმის და სამართლიანობის დასაცავად. 1990 წლიდან ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. იგი მეორე ადგილზეა მშვიდობის დასაცავად გაეროში განხორციელებული შენატანების და საწევრო გადასახადების მიხედვით; უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის პირველ ადგილზეა შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მხრივ. გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის 30 წლიან პერიოდში, ჩინეთის არმია გულმოდგინედ ასრულებს გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს; ჩინეთმა მონაწილეობა მიიღო გაეროს 25 სამშვიდობო ოპერაციაში და 40 000-ზე მეტი სამშვიდობო ჯარისკაცი გაგზავნა, რითაც გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ცენტრალურ ძალად იქცა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის და მიმღები ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში. ფაქტებმა ცხადყო, რომ ჩინეთი ყოველთვის იყო მსოფლიო მშვიდობის მშენებელი, გლობალური განვითარების ხელშემწყობი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი. ჩინეთის არმია მსოფლიო მშვიდობისა და განვითარებისათვის მუდამ სამართლიანი ძალა იქნება.

 

ჩინეთი უწყვეტად იცავს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას, დიდი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კისრულობს, სხვა ქვეყნებთან ერთად დგას, იზიარებს მათ ჭირსა და ვარამს, მათ მხარდამხარ იბრძვის. დღეისათვის ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ვირუსული ეპიდემია - კოვიდ-19-ის პანდემია მთელს მსოფლიოში მძვინვარებს, მთელი მსოფლიოს ხალხების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის, გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვას კი უზარმაზარ გამოწვევებს უქადის. ეპიდემიის წინააღმდეგ ამ უპრეცედენტო ბრძოლაში, ჩინეთის არმია ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზიდენტ სი ძინფინგის რიგ მნიშვნელოვან განკარგულებებს პირნათლად ახორციელებს, ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობაში, უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროდუქტის მიწოდებას, პრაქტიკული ქმედებებით იღებს დიდი არმიის მქონე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთის არმიამ რამდენიმე ათეული ქვეყნის სამხედრო ძალებთან სხვადასხვა ფორმით განახორციელა ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობა, მიაწოდა ნიღბები, სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო მასალები, დაეხმარა ვაქცინებით, გააგზავნა სამედიცინო ექსპერტები, გამართა ვიდეო კონფერენციები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ჩინეთის არმია გააგრძელებს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, გააღრმავებს უსაფრთხოების არატრადიციულ სფეროებში პრაგმატულ თანამშრომლობას, ახალ წვლილს შეიტანს "საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის" ჩამოყალიბების და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

 

ჩინეთი ყოველთვის იყო მსოფლიოში გახსნილობის ხელშემწყობი, გლობალური ეკონომიკური ზრდის სტაბილური მამოძრავებელი ძალა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოების მსხვილი ბაზარი და გლობალური მმართველობის რეფორმების აქტიური მონაწილე. ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ბრწყინვალე კულტურის მქონე ქვეყნებია, რომლებიც ამჟამად ეროვნული აღორძინებისა და ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვიან. ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება. დღეისათვის ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას და ქართული პროდუქციის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარსაც წარმოადგენს. წელს ჩინეთმა და საქართველომ აქტიურად დაიწყეს ვაქცინების მიმართულებით თანამშრომლობა, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან გამკლავებაში, ჩინურმა ვაქცინებმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის გეგმას ხელი ძლიერ შეუწყო. ჩინური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობებს. ბოლო წლებში, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ, ჩინეთ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაც სწრაფად ვითარდება. ეპიდემიის ზეგავლენის მიუხედავად, ორი ქვეყნის სამხედრო ურთიერთობებში დინამიური განვითარების ტენდენცია ნარჩუნდება. ჩინური მხარე მზადაა მეტი ძალისხმევა მიმართოს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობების შემდგომი სტაბილური განვითარებისკენ.

 

კაცობრიობის წინაშე უამრავი საერთო გამოწვევა დგას, მშვიდობის შენარჩუნება რთული ამოცანაა. ჩინეთის გადაწყვეტილება, რომ დაიცვას მსოფლიო მშვიდობა, არ შეიცვლება; ჩინეთის,  გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას, არ შეიცვლება; ჩინეთის გადაწყვეტილება, რომ განავითაროს პარტნიორული ურთიერთობები, არ შეიცვლება; ჩინეთის გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს მულტილატერალიზმს, არ შეიცვლება. ჩინეთის არმია მომავალშიც გააგრძელებს სამხედრო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას, იგი მზადაა ქართულ ჯართან უფრო პრაგმატული თანამშრომლობისთვის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთად რეაგირებისთვის და ერთად უფრო ლამაზი მსოფლიოს შენებისთვის.





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს