მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.

 

მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა.

 

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა,  სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 

პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ.

 

პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს,  გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1369 ლარი გახდა
თურქეთი საქართველოს გავლით, პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს - დეტალები
"ამ პროექტებმა პასუხი გასცა ოპონენტების კრიტიკას" - როგორ აფასებს ექსპერტი საქსტატის ეკონომიკურ მონაცემებს
უცხოური ვალუტის კურსი 19 ოქტომბრისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 16 ოქტომბრისთვის
საარსებო მინიმუმი 216.3 ლარამდე შემცირდა - დეტალები
უცხოური ვალუტის კურსი 14 ოქტომბრისთვის
ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა
უცხოური ვალუტის კურსი 13 ოქტომბრისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 12 ოქტომბრისთვის
ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს მიენიჭა
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის კურსი 9 ოქტომბრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1449 ლარი გახდა
ლარი გაუფასურდა
სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდი ლარით მცირდება - დეტალები
საქართველოში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს - მსოფლიო ბანკი
ბუნებრივი აირის ფასმა ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე 1456 დოლარს მიაღწია
უცხოური ვალუტის კურსი 6 ოქტომბრისთვის
მთავრობა 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელს არსებული 7,7%-დან 9,5%-მდე ზრდას პროგნოზირებს