თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც-ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიორგი გახარიაზე

თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით მზადდებოდა პროვოკაცია.

 

ჯაფარიძის შეფასებით, ეს ტრაგიკული ამბავია.

 

„უნდობლობაზე მეტად ტრაგიკული ამბავი არის, რომ პრეტენზიების და ამბიციების მქონე პოლიტიკოსი ტესტისთვის მიდის სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია, რატომ უნდა აკეთებდეს ამას პოლიტიკოსი, არ მესმის. როგორ შეიძლება არჩევნების წინ, სერიოზულად განიხილებოდეს, რომ „მე წავალ შესამოწმებლად და დაგიმტკიცებთ, რომ არ ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი.“ ეს სერიოზული ამბავია, რომ თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, მერე უკან წამოვა, ჩაჯდება თვითმფრინავში, ჩამოვა საქართველოში... ეს შეიძლება სერიოზული ქცევა იყოს პოლიტიკოსისგან? რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია. გავიგე, რომ არ ენდობა, მაგრამ ფეხებზე რატო არ იკიდებს?! ჩემზეც ხომ იძახიან, ამას შვრება, იმას შვრებაო, ფეხზე ხომ მკიდია?! მე არ მესმის ეს ქცევა და ალბათ, გახარია უნდა იყო, რომ ახსნა, თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.





მსგავსი სიახლეები
კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის-თამთა მეგრელიშვილი
ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მიდის, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?-კახი კალაძე
ძალიან მინდა სააკაშვილი ჩამოვიდეს, სამუდამოდ, დავაწყნარებთ მას, იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს-ირაკლი ღარიბაშვილი
ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია-თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე
დღეს სერგო თეთრაძის დაბადების დღეა და სიმბოლურია-თამთა მეგრელიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე
აი, რას წერდა მეგის ქარდავაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ 2008 წელს - დავით ქართველიშვილი
ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს  და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტზე
სასოწარკვეთილი დესტრუქციული ძალა ემზადება 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისათვის-გია აბაშიძე
"სუს-ი მთავარი კომპრომატი და უარესიც: საშიშროება გახდა თავადვე ხელისუფლებისთვის"
სწორად იქცევა „ქართული ოცნება“, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით-დავით ქართველიშვილი
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩავერთო-დონალდ ტრამპი
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას-ნანა კაკაბაძე
არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი — ირაკლი ღარიბაშვილი
თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც-ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიორგი გახარიაზე
მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისებურ კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით-გიორგი ცუცქირიძე
რუსების მთავარმა პოლიტტექნოლოგმა სურკოვმა თავისი უკანასკნელი კოზირი გაახმოვანა-ვაჟა შუბითიძე
მეგის ქარდავას შენც უკან მოჰყვები სააკაშვილო!-თამთა მეგრელიშვილი
კოლექტიურმა კმარელებმა გაიხსენეთ რა საქმეებში ედება ბრალი ან გასამართლებულია-ამირან სალუქვაძე მეგის ქარდავაზე
ეს არ იქნება არჩევნები – ეს იქნება ომი!-ლალი მოროშკინა
ვინ იხეირა გახარიას გადადგომით?-ნანა კაკაბაძე