"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

მედიკოსი წერს, რომ მან მისი შვილებისთვის დასწრებული სწავლება აირჩია, რადგან ამერიკულ სკოლაში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნილია.

 

ამასთან, ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ მათ სკოლაში ყველა მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, უკლებლივ, აცრილია.

 

"ბევრი მეკითხება არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა... ცხადია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩვენ დღეს დავიწყეთ სკოლა და მე საკლასო ითახში სწავლება ავირჩიე. 


ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამერიკული სასკოლო სისტემის მიმართ ნდობა უსაფრთხოების საკითხში.


ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მივიღეთ წერილი როგორ მოემზადებოდა სკოლა, დელტა ვირუსის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. 


მომზადება გულისხმობს უამრავ წვრილმანს დაწყებული სკოლის ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ქცევის შეზღუდვებით. შარშანდელმა სასკოლო წელმა დამარწმუნა, ბავშვები, ჩვენზე, დიდებზე გონიერი არსებები არიან და ისინი ზუსტად ასრულებენ მითითებებს თუ აუხსნი რატომ უზღუდავ ქცევას და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სხვებს მათ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა. 


შარშან ასე ვიარეთ სკოლაში და მთელი წელი უსაფრთხოდ დავასრულეთ.


მე ვენდობი ჩემს გონიერ გოგოებს, მათ არაჩვეულებრივ კლასელებს, თანაკლასელების მშობლების და მასწავლებელების წინდახედულობას.


რამდენად უსაფრთხო აღმოჩნდება ეს წელი ამას დრო გვიჩვენებს. მათ სკოლაში ყველა მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, უკლებლივ, აცრილია", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე