ვლადიმერ პუტინი კრემლში ბაშარ ასადს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასადს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სირიისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით ტერორისტებს სერიოზული ზარალი მიადგათ და ამჟამად სირიის მთავრობა ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებს. ამასთან, პუტინმა ამჟამად არსებულ მთავარ პრობლემად სირიის ცალკეულ ტერიტორიებზე გაეროს და სირიის ხელისუფლების მანდატის გარეშე უცხოური შეიარაღებული ძალების ყოფნას ასახელებს.

 

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უცხოური შეიარაღებული ძალები გაერო-ს ნებართვის გარეშე, თქვენი სანქციების გარეშე მაინც იმყოფებიან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გაძლევთ თქვენ შესაძლებლობას, მიმართოთ მაქსიმალურ ძალისხმევას ქვეყნის კონსოლიდაციისთვის და იმისთვის, რომ მისი აღდგენის გზაზე ისეთი ტემპით იმოძრაოთ, როგორიც შესაძლებელი იქნებოდა, თუ მთელი ტერიტორია კანონიერი მთავრობის კონტროლქვეშ იქნებოდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

თავის მხრივ, ბაშარ ასადმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის და „ტერორიზმის გავრცელების“ შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევისთვის. მან ასევე „ანტიჰუმანური“ და „არალეგიტიმური“ უწოდა სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.





მსგავსი სიახლეები
როდის გაიხსნება განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - დეტალები
ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვისთვის სასამართლომ პირი 10000 ევროთი დააჯარიმა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს
„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს
შველის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსს - კვლევის შედეგბი
ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში საქართველოზე
რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა
ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა
დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
Time-მა ნავალნი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა
რით არის განპირობებული დედამიწაზე ცხელი დღეების რაოდენობის გაორმაგება
"COVID-19 კაცობრიობისთვის ყველაზე რთული განსაცდელი გახდა"
ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 153 მედიამ მუშაობა შეწყვიტა
ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება
ვლადიმერ პუტინი კრემლში ბაშარ ასადს შეხვდა
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
"ვახშმის დროს "დააბოლა" სტუმრები, თუ როგორი “გაუსაძლისი” მდგომარეობაა უ-სააკაშვილო საქართველოში"
ფართომასშტაბური ომი საშინელებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს - ვლადიმირ ზელენსკი
"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს"