"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"

ფრეიზერის ( Fraser institute)2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში, 2020 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

 

"ნიშანდობლივია, რომ ჩვენს წინ მდგომი ქვეყნებიდან ჰონ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია, ყველა ქვეყანას გაუარესდა წინა 2020 წლის კვლევის რეიტინგები.

 

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ შემუშავებულია წამყვანი კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით.

 

აღნიშნული რეიტინგი არის თავისებური გზამკვლევი ინვესტორებისათვისაც, რადგან რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

 

რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ისეთ. მნიშვნელოვან ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა როგორიცაა: „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა)„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა);

 

და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა).

 

რეიტინგში აღნიშნული პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია შემდეგი კომპონენტებით: მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თუ, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება.

 

ამ რეიტინგის მნიშვნელობა იმითაც ფასდება, რომ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს და ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას.

 

ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ წინა პანდემიურ და პანდემიურ პერიოდებს ადარებს ერთმანეთთან, რაც საინვესტიციო მიმზიდველობის გარდა, ქართული ოპოზიციის კრიტიკის სუბიექტურ და სპეკულაციურ მიდგომებსაც უსვამს ხაზს - ვითომდა უსაშველოდ გაზრდილ სამთავრობო ხარჯებზე, ტრანსფერების და სუბსიდიების არაეფექტურ გამოყენებაზე და რაც მთავარია, ოპოზიციისაგან განსხვავებით საერთოდ არ აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეუქცევადობას და ინსტიტუციების ხარისხს, მათ შორის სამართლებრივი სისტემის თვალსაზრისით,"- წერს გიორგი ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი
"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."
გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი
"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა"
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება - გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე
ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას ამომრჩეველი საკადრისად უპასუხებს"
"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო"
რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა
"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები"
"ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურისა უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები დგანან"
"ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა"
"არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა" - ნანა გეგეჭკორის განმარტება
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს"
ეს არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ - გიორგი ფხაკაძე
ეკლესიას ჭუჭყით ან ფალსიფიკაციებით ვერ მოერევით - ამირან სალუქვაძე