Social Impact Award 2021 ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია. თერთმეტივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და  ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. თერთმეტივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ოთხ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 14 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე  გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

2021 წლის ფინალისტი პროექტებია:

· ბუტკო - მცენარეების სასტუმრო ბუტკო, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მცენარეთა მოყვარულებს.

· „გრადაცია“ - შშმ პირთა თერაპიის ცენტრი ლანჩუთში, რომელიც არტ თერაპიის საშუალებით ბენეფიციარებს დაეხმარება თვითრეალიზაციასა და საზოგადოებასთან ადაპტაციაში.

· კიურის ლაბორატორია - სამეცნიერო ყუთები, რომელშიც განთავსებული იქნება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები, რომლითაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები.

· ნიკოს ეზო - არაფორმალური განათლების ცენტრი და სოციალური მედია-მენეჯმენტის სააგენტო ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანიცაა ციფრული კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

· ტანტა - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ნახატებით გაფორმებული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების გაძლიერებას და მათ შესახებ საზოგადოებში ცნობიერების ამაღლებას.

· ფარდაგები რაჭიდან - მიზნად ისახავს, ფარდაგების ხელით ქსოვის ტრადიციის აღდგენას და ამ მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რაჭაში.  

· CatchUP BOX - ეკო-მეგობრული ნივთებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე ყუთი, ყოველთვიური გამოწერის შესაძლებლობით. პროდუქტს ექნება აპლიკაცია და ჭკვიანი ეკო-კალენდარი.

· ChargeX - პლატფორმა, სადაც ელექტრომობილის მფლობელს ექნებათ შესაძლებლობა იქირაონ, ან გააქირაონ თავის მფლობელობაში არსებული დამტენები თუ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. პლატფორმა მოიცავს ელ. მობილებს, სკუტერებს, მოპედებს.

· CosmoTronix - შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გაუმარტივებს ელექტრონიკის საფუძვლების შესწავლას. თამაში მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, ელექტრონიკის მიმართ ინტერესის გაზრდას.

· ECOპური - ეკო-მეგობრული პროდუქტი, სინთეზური ქიმიკატების გარეშე. სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებული ეკოლოგიურად ჯანსაღი პური, რომელიც ჩაანაცვლებს ხელოვნურ საფუარს.

· „GreetNative” - ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომლის მიზანია, ფეხი აუწყოს განათლების გაციფრულების ტენდენციას და ქართველ მომხმარებელს გაუმარტივოს სასურველი უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე მოსაუბრთან (native speaker).

ფინალისტებისთვის ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net

Social Impact Award 2021-ის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1300-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 120-მდე ახალგაზრდამ და დაფინანსდა 19 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

R

-->

მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს