თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს.

 

არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 მილიონი ლარით შემცირდა. მაშინ, როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი უფრო მნიშვნელოვანია.

 

პუბლიკაციის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო. 2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის დაახლოებით იმავე დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

სებ-ის რეზერვები აგვისტოში გაიზარდა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ 2021 წლის სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი პოზიტიურია, რაც ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ შეფასებაში ასევე გათვალისწინებულია 2020 წლის „შოკის გამაძლიერებლის" უკვე სადღეისოდ პოზიტიური ეფექტი.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - tbccapital.ge





მსგავსი სიახლეები
18 სექტემბრის ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა
ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის
სრული საფასურის გადანაწილება 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით - „ტერასა გლდანი გრინ თაუერსის“ სპეციალური შეთავაზება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრისთვის
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა
ლარის კურსი დაეცა
ეს იყო სესხი და სესხის აღებაზე ვთქვით უარი - პრემიერი
რატომ აცხადებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებაზე უარს
პირველი სექტემბრის ლარის კურსი ცნობილია
რა ღირს covid-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები და როგორ შეიცვალა მათი აქციების ფასი 2021 წელს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1170 ლარი გახდა