შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფარული მიყურადების მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანისა და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები უნდა იყოს გამოძიებული. მხოლოდ შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნის, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე „ბევრი რამ ბუნდოვანია და ტყუილ-მართალი ერთმანეთშია აზელილი“.

 

,,სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ.

 

სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანისა და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები გამოძიებულ უნდა იქნეს და როდესაც ამ საკითხში მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნის, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ტყუილ-მართალი ერთმანეთშია აზელილი.

 

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

 

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა“, - წერს დეკანოზი ანდრია.





მსგავსი სიახლეები
მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე
19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა
ამ ფაქტს ვგმობთ! - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად
18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებას უარყოფს
"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანებისათვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება
ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი
ცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს
"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - რას გვირჩევს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
2 039 ინფიცირებული და 56 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს