საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას-ნანა კაკაბაძე

საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას ნიშნავს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ წარმომადგენლები მოდელირებულ რეალობას სინამდვილედ ასაღებენ და ეკლესიაზე ფარისევლური ზრუნვის პოზიციიდან უტევენ როგორც ეკლესიას, ასევე ხელისუფლებას.

 

„მსურს, გამოვეხმაურო ზღვარს გადასულ კამპანიას, რომელსაც ქვეყნის კრიმინალური ოპოზიცია და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. უკანასკნელი სამარცხვინო მაგალითი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანის ეთერში ვიხილეთ.

 

საზოგადოებას შევახსენებ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორში შეინიშნებოდნენ გარკვეული ჯგუფები და ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფუძვლის, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის დისკრედიტაციას.

 

იმ პერიოდში ეს ხალხი მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენდა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოახერხეს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის უფრო მძლავრი ბერკეტები მოიპოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და მას შემდეგაც, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, ამ ძალასთან აფილირებული ჯგუფები მუდმივად თავს ესხმიან ეკლესიას და ცდილობენ, საქართველოს იდენტობის საფუძველი გამოაცალონ. ამ მიზანს ემსახურება ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაში გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები, თითქოს, ეკლესიის წევრები აგენტურულ საქმიანობას ეწევიან და ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული, აღვირახსნილი პროპაგანდა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირი, ღია ომის გამოცხადებაა.

 

მე და ჩემი თანამებრძოლები, ეროვნული მოძრაობის წევრები სწორედ ამ ბოლშევიკურ მიდგომებს ვებრძოდით საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში მივიღეთ ნეობოლშევიკები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამ ბოლშევიზმმა და უღმერთობამ, 1921 წელს ერთხელ უკვე გადაიყოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩააბარა ქვეყანა საბჭოთა რუსეთს.

 

საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.
ამიტომ, საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს ყველა ასეთ უმსგავსობას! ამჯერად თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ეს წარმომადგენლები მოდელირებულ რეალობას სინამდვილედ ასაღებენ. ისინი ეკლესიაზე ფარისევლური ზრუნვის პოზიციიდან უტევენ როგორც ეკლესიას, ასევე ხელისუფლებას. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს ფეისბუქზე ნანა კაკაბაძე.





მსგავსი სიახლეები
კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის-თამთა მეგრელიშვილი
ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მიდის, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?-კახი კალაძე
ძალიან მინდა სააკაშვილი ჩამოვიდეს, სამუდამოდ, დავაწყნარებთ მას, იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს-ირაკლი ღარიბაშვილი
ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია-თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე
დღეს სერგო თეთრაძის დაბადების დღეა და სიმბოლურია-თამთა მეგრელიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე
აი, რას წერდა მეგის ქარდავაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ 2008 წელს - დავით ქართველიშვილი
ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს  და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტზე
სასოწარკვეთილი დესტრუქციული ძალა ემზადება 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისათვის-გია აბაშიძე
"სუს-ი მთავარი კომპრომატი და უარესიც: საშიშროება გახდა თავადვე ხელისუფლებისთვის"
სწორად იქცევა „ქართული ოცნება“, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით-დავით ქართველიშვილი
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩავერთო-დონალდ ტრამპი
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას-ნანა კაკაბაძე
არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი — ირაკლი ღარიბაშვილი
თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც-ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიორგი გახარიაზე
მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისებურ კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით-გიორგი ცუცქირიძე
რუსების მთავარმა პოლიტტექნოლოგმა სურკოვმა თავისი უკანასკნელი კოზირი გაახმოვანა-ვაჟა შუბითიძე
მეგის ქარდავას შენც უკან მოჰყვები სააკაშვილო!-თამთა მეგრელიშვილი
კოლექტიურმა კმარელებმა გაიხსენეთ რა საქმეებში ედება ბრალი ან გასამართლებულია-ამირან სალუქვაძე მეგის ქარდავაზე
ეს არ იქნება არჩევნები – ეს იქნება ომი!-ლალი მოროშკინა
ვინ იხეირა გახარიას გადადგომით?-ნანა კაკაბაძე