"ე.წ „ხანგრძლივი კოვიდი“ და თირკმლები-ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში 

"ე.წ „ხანგრძლივი კოვიდის“ და თირკმლების პრობლემებზე წერს და საინტერესო ინფორმაციებს გვიზიარებს.

 

"მართალია საქართველოში ახლა არავის სცალია კოვიდისთვის და მითუმეტეს კოვიდის შემდგომი „ხანგრძლივი კოვიდი“-ს შესახებ სასაუბროდ (ზოგადად ხანგრძლივ კოვიდზე არავინ საუბრობს) , მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მეტად საინტერესო ინფორმაცია რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეფროლოგიურ ჟურნალში.

 

აშშ-ში კვლევის დროს, 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 15 მარტამდე, მოხდა დაკვირვება 1 726 683 ადამიანზე. აქედან 89 216 ადამიანი იყო ის ვინც გადაიტანა კოვიდი და 1 637 467, არაინფიცირებული საკონტროლო ჯგუფი. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმლებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის ‘ხანგრძლივი კოვიდი“-ს დროს.

 

ძალიან დიდი კვლევიდან, გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს

 

1) ”COVID-19– ის გადარჩენილებმა განიცადეს eGFR– ის [გლომელურალური ფილტრაციის ხარისხი] უფრო დიდი შემცირება, ვიდრე არაინფიცირებულმა კონტროლმა და eGFR– ის შემცირება უფრო მეტად იყო გამოხატული COVID-19 ინფექციის სიმძიმის ზრდასთან ერთად

 

2) დაავადების გადატანიდან 6 თვის შემდეგ თირკმლის მწვავე დაზიანება - 94% -ით უფრო მეტ ადამიანშია გამოხატული ინფექცია გადატანილებს შორის. თირკმლის გაფილტვრის კოეფიციენტი eGFR 50% -ით ან მეტით ნაკლებია - 64% -ით უფრო მეტი კოვიდ გადატანილებში. ბოლო სტადია-თირკმლის დაავადება- რისკი თითქმის სამჯერ მეტი კოვიდ გადატანილებში

 

3) თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის ( end stage kidney disease - ESKD) რისკის უზარმაზარი ზრდა - ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშ - 5.7x უფრო მაღალი რისკი და 13x უფრო მაღალი რისკი თუკი ავადმყოფი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. მაშინაც კი, თუ არ ხართ ჰოსპიტალიზებული COVID19 -ით - მაინც არის ESKD– ის 2 -ჯერ გაზრდილი რისკი !!! ანუ 2 -ჯერ მეტი რისკია რომ თირკმლის დიალიზის გახდეს საჭირო!

 

4) თირკმელების ფუნქციის გამწვავება არ ხდება მხოლოდ იმ ადამიანებში ვისაც ადრეც ჰქონდა თირკმლის მწვავე დაავადებები… მაშინაც კი, თუ ადამიანი ჰოსპიტალიზირებული იყო და ამ დროს მას არ ჰქონდა მწვავე თირკმლების დაავადება (Acute Kidney injury – AKI), თირკმლის ფუნქცია მაინც მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ … იხილეთ მწვანე ხაზი გრაფაში

 

ასეთი ამბები „ხანგრძლივი კოვიდის“-ა და თირკმლების დაავადებებს შორის"-წერს ზაზა წერეთელი.

 

No photo description available.

 

 

No photo description available.

 

 

May be an image of text that says

 





მსგავსი სიახლეები
ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 პირი
რომელ ქვეყნებს აქვთ დღეს ყველაზე ძვირადღირებული ჯანდაცვა
ჯანმომ რუსული ვაქცინის რეგისტრაცია შეაჩერა
ალკოჰოლის სულ მცირე რაოდენობაც კი არის რისკ ფაქტორი სიმსივნის განსავითარებლად-ზაზა წერეთელი
"ე.წ „ხანგრძლივი კოვიდი“ და თირკმლები-ზაზა წერეთელი
ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 61.7% აიცრა, აშშ-ში 53.8%, ჩინეთში - 69.3%
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კიდევ ერთი სარგებელი
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 533 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
'ასტრაზენეკას" შემქნელის აზრით, ბუსტერ დოზას ყველა არ საჭიროებს
როდის დასრულდება პანდებია-BBC-ის ოთხი სავარაუდო სცენარი
რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან, როგორ დავამარცხოთ კოვიდის დროს ან მისგან დატოვებული ხველა
მსოფლიოს 184 ქვეყანაში ვაქცინების 5.56 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg
მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს-თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანზე
თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის, "მიუს" 2 შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი დედების რძე ანტისხეულებს შეიცავს
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება - ზაზა წერეთელი
მსოფლიოში ვაქცინების 5.31 მილიარდი დოზა გამოიყენეს, დღეში საშუალოდ 40.3 მილიონი ადამიანი იცრება
ვაქცინაცია: ნათელი და ბნელი მხარე-თენგიზ ცერცვაძე