"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი"- ფაქტები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან

განუმეორებელი მსახიობი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის, ურთულეს როლებს, 1906 წლის 17 სექტემბერს, ბათუმში დაიბადა.

 

სესილია თაყაიშვილის მშობლები მსახიობები არ ყოფილან, მაგრამ მამამისი დიმიტრი თაყაიშვილი თეატრის დიდი მოყვარული იყო. ლექსებსაც წერდა და მის ოჯახში მუდამ იკრიბებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარჩინებული წარმომადგენლები. პატარა სესილია ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა მათთან მისულ სტუმრებს, შემდეგ სარკესთან დგებოდა და ცდილობდა მათთვის მიებაძა.

 

მომავალი მსახიობი პირველად 7 წლის ასაკში დადგა სცენაზე. ელო ანდრონიკაშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ,,ყვავილთა შორის” სესილია ერთ-ერთ ყვავილს თამაშობდა.


"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა," - ამბობდა სესილია ერთ-ერთ ინტერვიუში და მართლაც, ადვილი შესამჩნევია, რომ იგი უმეტესად ხანდაზმულ პერსონაჟებს განასახიერებდა.

 

მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. ,,მე ბებია ილიკო და ილარიონში” 70 წლის ოლღა ბებია სესილია თაყაიშვილმა 55 წლის ასაკში ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მან წინა საღი კბილები ამოიღო და უფრო მეტად დაემსგავსა 70 წლის ბებიას.


ბებიის როლი სესილია თაყაიშვილმა პირველად კინო-ფილმ ,,მანანაში” ითამაშა, რასაც მოყვა ,,თოჯინები იცინიან”, ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი”, ,,ნატვრის ხე”… ამის გამო მას “XX საუკუნის ბებია” უწოდეს.

 

სესილია თაყაიშვილი ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის “პინკ ფლოიდის” კლიპშიც მოხვდა. როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილიას მიერ განსახიერებული როლები ნახა, თქვა: “ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“.


ვიდეორგოლში ქართველი მსახიობის მოხვედრასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს და ყველა მათგანი ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის როჯერ უოტერსის სახელთან არის დაკავშირებული.

 

პირველი ვერსიით, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის მოხვდა სესილია თაყაიშვილიც მაგრამ არა როგორც ქართველი, არამედ როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და ჯგუფის ვიდეორგოლში მისი ფოტო ჩაუსვამს.

 

მეორე ვერსიით, როდესაც როჯერსს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლი ვერ შეუკავებია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

 

1980 წელს “პინკ ფლოიდი” საკონცერტოდ ლენინგრადში უნდა ჩასულიყო. კრემლმა გადაწყვიტა, ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და არჩევანი ალა პუგაჩოვაზე შეაჩერა, მაგრამ უოტერსს, თურმე, სესილიასთან შეხვედრა უთხოვია.





მსგავსი სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
FBI -მ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლები გაჩხრიკა
NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს
"პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება" - იუსტიციის მინისტრი
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა
მყვინთავმა ისრაელში 900 წლის წინანდელი, ჯვაროსანთა ხმალი იპოვა
სად მდებარეობს ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში
"თუ გვინდა ნოემბერში უმძიმესი მე-5 ტალღა ავიცილოთ, უნდა მოვახერხოთ დღიურად 20-30,000 ვაქცინაციის დაბრუნება!"
"21 დღიანი შიმშილობის დროს ორგანიზმი თვითწმენდას განიცდის" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
19 ოქტომბერი ისტორიაში
5739 ინფიცირებული და 36 გარდაცვლილი - კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18 ოქტომბრიდან ლატვიაში ოთხკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა
ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება - ბიძინა კულუმბეგოვი
"ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი" - გამყრელიძე
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას - ნიკოლოზ ყიფშიძე
"არ დავუშვებთ "ნაციონალური მოძრაობის" რევანშს - "იმედი"
საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ მორიგი ავანტიურა იგეგმება - ჯაღმაიძე
ვეტერანის დღეს დაღუპული მებრძოლებიც გაიხსენეს
ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში მაკა რაზმაძის სავტორო გადაცემა "ჩაი" იწყება