"ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან..."

დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„რეფერენდუმი... 43%... რიგგარეშე არჩევნები!“ - აღაგზნებდა ტელევიზორის მაყურებელს ვიღაცა ნაცი. გადავრთე. „1%-იც რომ ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება“ - ცივ წყალს ასხამდა აღგზნებულებს რომელიღაც ქოცი. ისევ გადავრთე. „რასაკვირველია, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გამო - არა, არამედ, ამ შედეგების მიუხედავად, ვინაიდან მთავრობას ლეგიტიმურობა არ ექნება, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე აუცილებლდ დაინიშნება! და წერტილი“ - აღგზნებულ ცივწყალგადასხმულ ამომრჩევლებს წერტილებს უსვამდა ჩვენი ჟორა (იგივე გიორგი, ზოგისთვის - ბრწყინვალე)...

 

- უუფ.. სულ გაგაგიჟებენ კაცს! - წამოყო თავი აფრედერიკ მემ, პულტი ხელიდან გამომტაცა და ტელევიზორი გამორთო - ხომ გეუბნებოდი, კომუნისტებს დრო და ერთპარტიულობა ჯობდა- მეთქი?

 

- რაა?! რა ერთპარტიულობა, რასა ბოდავ... - ჩავიბურტყუნე მე. ავდექი და ტახტისკენ გავწიე. წამოვწვები, კომპიუტერს ჩავრთავ და ეგება ფეისბუქს გადავაყოლო გული - გავიფიქრე.

 

- კიდე მე ვბოდავ? - ამედევნა აფრედერიკ მე და სიტყვა გააგრძელა - მაშინ, კომუნისტების დაისისას, ყველამ, მათ შორის თავად მათაც - დარწმუნებით ვიცოდით მტყუან-მართალი. ყველას მტკიცედ გვჯეროდა - კომუნისტები მუდამ იტყუებოდნენ, ხოლო ჩვენ, ხალხი - ყოველთვის მართლები ვიყავით. ჰოდა, არავინ ზედმეტად არ გვანერვიულებდა, ვცხოვრობდით ამ სიმართლეში - რომ ყველაფერში დამნაშავე მატყუარა მთავრობაა, ვიყავით სიამტკბილობით, მშვიდად და წყნარად. ერთმანეთიც გვიყვარდა და საქმეც კეთდებოდა! ახლა? ამდენ უსაქმურში ყველა მართალია, ე.ი. - ერთბაშად ყველა ტყუის! ქოცს ნაცი დასანახად ეჯავრება, ნაცს - ქოცი. აგერ, ახლა ჟორაც, გიორგი ბრწინვალესავით გამოგვიჩნდა და მისი მიმდევრები, ჟორანდისტები - ქოცს ნაცზე უარესად ლანძღავენ და ნაცს - ქოცზე უარესად; განა ის დრო, ერთპარტიულობა - ბევრად უკეთესი არ იყო? - ნიშნისმოგებით ზეაღმართა მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითი აფრედერიკ მემ.

 

- ნუ გამიმართე აქ მიტინგი, ნეტაი რას დემაგოგობ - ვწვდი კომპიუტერს, ჩავრთე და ტახტზე ჩამოვჯექი - მრავალპარტიულობისას სიმართლე ბევრია, მაგრამ როცა ამ მრავალ პოზიციას მართლად განსჯი, ანუ სჯულს მისდევ - ერთ ჭეშმარიტებამდეც მიხვალ. მაშინ კი ყველანი ერთ დიდ ტყუილში - უსჯულოდ ვცხოვრობდით. ახლა - მართლად განსჯის, სჯულით ცხოვრების - ჭეშმარიტებამდე მისვლის შესაძლებლობა ყველას გვაქვს - მოვემზადე წამოსაკოტრიალებლად საკუთარი სჯულისმიერობით დიდად კმაყოფილი.

 

- ვაჰჰაჰაჰაჰ -ახვიხვინდა აფრედერიკ მე - რა სჯული, რის სჯული, რას მიედ-მოედები, რომელი სჯული - როგორ და რითი განსჯი მართლად, ხომ ხედავ, ყველას - ნაცსაც, ქოცსაც, აგერ ჟორასაც თავისი სჯული აქვს, ყველას დანარჩენები ერთნაირად უსჯულონი ჰგონიათ, ამაში ერთნაირად მართლებიც არიან და შენ, შე უბედურო - სადღა ეძებ და რომელ სჯულს? იმ ბრიყვს გევხარ - ბნელ ოთახში კატას, რომელიც იქ არ არის, რომ ეძებს! - დამცინა და თან გვერდითაც მომიჯდა აფრედერიკ მე.

 

- სჯული ისაა - რითაც მართლად განსჯი და აუცილებლად იპოვი, თუკი მართლად განსჯას ინებებ; ხოლო რაც უკვე მართლადაა განსჯილი - ის კონსტიტუციაში გვიწერია; თავიდან განსჯა აღარც უნდა, არც საძებნელია და მას უნდა მივსდიოთ. თუ მივსდევთ - არც მტყუან-მართლის გარჩევა არ გაჭირდება. ამ საკითხშიც, ცალსახად გარკვეულია - სჯული და სიმართლე ქოცების მხარესაა, რადგან კონსტიტუციით -რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უკანონობაა და უსჯულოება - წავკოტრიალდი ტახტზე კონსტიტუციის დასაცავად თავგამოდებული.

 

- რაო?! კონსტიტუციაო?! - დასჭექა აფრედერიკ მემ - შენ სულ გამოქოცებულხარ! კონსტიტუციაში სჯულად ეგ გიწერია, უნდა გისმინონ და გითვალთვალონო?! ხმა! კრინტი! ჩაიგდე ენა! სუს! - მწვდა თმებში აფრედერიკ მე და ტახტიდან სადღაც უსასრულობაში მომისროლა. აზრზე რომ მოვედი, მივხვდი ეს - მანკიერი წრის უსასრულობა ყოფილა. მტყუან-მართლის განსჯაში ხარ, ტრიალებ, წრიალებ და ვერასდროს ვერ გამოხვალ, ვერც თავს დააღწევ და ვერც ჭეშმარიტებამდე მიხვალ...სამაგიეროდ, გარდა საკუთარი თავისა, არც არავინ გისმენს და არც გითვალთვალებს...

 

... ხოლო აფრედერიკ მემ, ჩემს მაგივრად ტახტზე ნებივრად წაკოტრიალებულმა, ყურსასმენები გაიკეთა, აწ გარდაცვლილი მეფის „შენ აფრენ!“ ჩართო და ამ პოსტის, რასაც ახლა კითხულობთ, წერას შეუდგა. წერა, წერა და დადო. თუმცა, ახლა აფრედერიკ მე-ორეს ეკამათება, რომელიც ჩემს მაგივრად შურისსაძიებლად დაატყდა თავს და დაჟინებით უმტკიცებს - ამდენი და ამხელა სისულელე რამ დაგაწერინაო? სასწარფოდ წაშალე და მოკლედ ეს დაწერე:

 

„ ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ გაგიფრენია?!“

 

...ბედშავი მე. არჩევნებზეა უთუოდ წასასვლელი. ნეტაი მე წავა თუ აფრედერიკი დაასწრებს. მაგრამ აფრედერიკ რომელი - მე, მე-ორე, თუ - ვინ იცის, იქნებ - მე-სამე?

საკითხავი, აი, ეს არის...

 

...გემახსოვრებათ - „აფრედერიკ მე“ დიდი ქართველი მწერლის, ცხონებული გურამ დოჩანაშვილის ლიტერატურული პერსონაჟია. გამოგონილია, რეალურად არ არსებობს და ოდენ გენიალური ნოველის - „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ -ს მთხრობელი გმირია, როგორც თავად მწერლის შემოქმედებითად აღმაფრენილი ნატურა.

 

ფსიქონალიზი და ესეც, „ვატერ(პო) ლოც“, გვასწავლის: მე - ეგოა; „მხეცი იგი“ - ალტერ ეგო, ხოლო „სახე ღვთისა და ხატი“ - ზემეა ანუ სუპერ-ეგო. სინდისი - ღვთის ხმაა ადამიანში. „მართლად განსჯა“ - ანუ სჯულისმიერობა, არც ეგოს (ე.ი. არცა „ქოცს“), მითუმეტეს - არც ალტერ ეგოს (არცა „ნაცს“), არამედ, ოდენ სუპერ ეგოს (სინდისს) ხელეწიფება. "აი, სწორედ ეგ - ზნეობა დავკარგეთ." თავდაკარგული ეგო (ქოცი)- ჟორა, მაგას ვერ გვაპოვნინებს. ამიტომ, არჩევნებზე ხმა - მაინც ეგოს, ანუ მე-ს, ე.ი. ქოცს მიეცით. "მეს" გარდა სხვა არჩევნი - დღეს არა გვაქვს. თუ არა გჯერათ, ყველამ თქვენ თქვენს აფრედერიკს ჰკითხეთ, ანდა ჯიჯის (ალფაიძეს), "- წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია თუ არა რევანში - 5 კითხვა "ნაციონალებს" დავით ზურაბიშვილისგან
"საუბედუროდ, "ნაცობა" - განგრძობადი დანაშაულია" - დავით ზარდიაშვილი
"მიშას შემწვარი კარტოფილი "free" ჰყვარებია თურმე..."
"როცა ასეთ მიზანს ისახავს ხელისუფლება, უმძიმესად ასრულებს!" - ხათუნა სამნიძე
"თურმე უნდა მივუტევოთ სააკაშვილს, რათა მერე იგი ტაიფუნად, ცუნამად დაგვატყდეს თავს"
"რუსეთი სწორედ სააკაშვილის ხელით ეცდება მოახდინოს არეულობების ინიცირება"
"ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე არიან"
"მეუფე ნიკოლოზ, მიშას თქვენი სულიერი შვილის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა შეუნდეთ?! - ხათუნა ხოფერია
სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ - ბიძინა კულუმბეგოვი
"ეს არის იმ ე.წ. "შავი გლობალიზაციის" გარდაუვალი შედეგი"- დავით ქართველიშვილი
დამნაშავე სააკაშვილი უნდა დაისაჯოს - ედიშერ გვენეტაძე
დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს! - არ სჭირდება ამას ნიანგის ცრემლები - ნანა გაგუა
უკომენტაროდ! - პატრიარქის ძმისშვილმა Facebook-ზე სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა
"ფიქრობს, რომ ეს ყველას დაავიწყდება და თვითონ, "მიშა რომ ბიძინას დაამხობს", რომელიმე ვეზირის ადგილი შეხვდება" - უგულავა ჩერგოლეიშვილზე
ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკასდ სცემეს მამაჩემი დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო ჩემი- დაჩი ცაგურია
"ნანგრევებში მოყოლილი კაცი სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა... "
"რეალურად თქვენ ხართ ცოტა" - ვის მიმართავს გია ხუხაშვილი
ადამიანი, რომელიც ამბობს "თავისუფლება მიშას" - კლავს სანდრო გირგვლიანს და ტყეში მის გვამს ტოვებს - შაკო კუჭაშვილი
ვითომც, სულაც არაფერი.....შეიყარნენ. იმღერეს და იცეკვეს....რაღაც იზეიმეს კიდეც - ნანა გაგუა
არც მიშას ჩამოსვლის მჯეროდა და არც ამდენ ხალხს ველოდი თავისუფლების მოედანზე - ინგა გრიგოლია