დღეს სერგო თეთრაძის დაბადების დღეა და სიმბოლურია-თამთა მეგრელიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე

 

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას ექსტრადირებას ეხმიანება და იმ საქმეებს იხსენებს, რის გამოც ის გასამართლდა.მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის დააბრუნოს სისტემა, რომელიც მეგის ქარდავას მსგავს ჯალათებზე იდგა.

 

"დღეს ყველანი მეგის ქარდავა ვართ"!

 

ოპოზიციურ სპექტრს ამის ღია აღიარებაღა გაკლიათ, რადგან პოლიტიკურად ისე შეეზარდეთ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მზად ხართ მათთან ერთად დააბრუნოთ სისტემა, რომელიც მეგის ქარდავას ნაერ ჯალათებზე დგას!

 

ნაციონალური მოძრაობის სახე - მეგის ქარდავა და მისი საქმენი საგმირონია:

 

"საქმე # ...

 

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

 

(წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების და აღიარების მიღება, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით).

 

საქმე # ...

 

ციხის ბუნტის საქმე - (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ორი ან მეტი თავისუფლებაშეზღუდული პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს) სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.)

 

საქმე # ...

 

ბელა როგავას საქმე - (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა).

 

საქმე # ...

 

სერგო თეთრაძის და გიორგი ჩიკვატიას საქმე

 

(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება); (ლონდარიძის და გორელაშვილის ეპიზოდები) (წამება ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ); (ჩიკვატიას ეპიზოდი) (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა).

 

საქმე # ...

 

კასრების საქმე - (წამება ჩადენილი მოხელის მიერ, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ), (დავით ძაძუას ეპიზოდი) (ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება)

 

(ზვიად არქანაის და დავით ძაძუას ეპიზოდები) (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა)."

 

არის მიმდინარე საქმეებიც,

 

ასე რომ, მეგის ქარდავას დაპირება, ჩამოვალ...

 

ასრულდა - ჩამოაბრძანეს.

 

გაუმართლა, რომ გარემონტებულ, სუფთა, დაცულ და უსაფრთხო ოთხკედელში მოუწევს ჯდომა.

 

ჯალათისთვის ზედმეტად კარგი ადგილია!!!

 

დღეს სერგო თეთრაძის დაბადების დღეა და სიმბოლურია...

სამართალი ყველას აკითხავს."-წერს თამთა მეგრელიშვილი.





მსგავსი სიახლეები
გვინდოდა, დაგვემთავრებინა ორპოლუსიანობა - ანა დოლიძე
ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა ძალიან რთულია - იაგო ხვიჩია
სანამ ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან - 5 ევროპარლამენტარი
ისტორიას ქმნიან იდეალისტები და არა ხაზინის ქურდები - გუბაზ სანიკიძე
საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია - ხავიერ კოლომინა
რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - კახა კალაძე
სააკაშვილმა და მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა - პრემიერი
ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას - ხავიერ კოლომინა
"ეს პირდაპირი მესიჯია, რომ აშშ "ნაცების" რევოლუციასა და გახარიას ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს"
"ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე - ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი" - მორიგი წერილი ციხიდან
ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია - პრემიერი სააკაშვილზე
საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა - გაბრიელიუს ლანდაბერგისი
"მურუსიძის ადვოკატი, რომ არ ვარ ეს თქვენც კარგად იცით და ეკა ბესელიამაც" - გიორგი ვოლსკი
სააკაშვილი გამოდის „შევრიგდეთო“ – ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს? - ალეკო ელისაშვილი
ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია - არჩილ თალაკვაძე
გვიწევს ნაცმოძრაობას წარსული შევახსენოთ, რომ თამამად ვერ საუბრობდნენ - მამუკა მდინარაძე
"ნაცობა" არის სირცხვილი, რაც უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა - მამუკა მდინარაძე
ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა - მამუკა მდინარაძე
ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა - გიორგი ვოლსკი
"ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული პარტია, ციხე და პატიმრობა, გვარამიამ ამოიკითხა სააკაშვილი" - ანდრია ჯაღმაიძე