19 სექტემბერი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც  მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.

 

გადმოცემის თანახმად, ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.

 

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა "ხონად", რაც "ღრმულს" ნიშნავს.

 

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნეში, ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ.

 

ცნობისთვის, ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ. წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა. გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, - უთქვამს. მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.





მსგავსი სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
FBI -მ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლები გაჩხრიკა
NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს
"პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება" - იუსტიციის მინისტრი
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა
მყვინთავმა ისრაელში 900 წლის წინანდელი, ჯვაროსანთა ხმალი იპოვა
სად მდებარეობს ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში
"თუ გვინდა ნოემბერში უმძიმესი მე-5 ტალღა ავიცილოთ, უნდა მოვახერხოთ დღიურად 20-30,000 ვაქცინაციის დაბრუნება!"
"21 დღიანი შიმშილობის დროს ორგანიზმი თვითწმენდას განიცდის" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
19 ოქტომბერი ისტორიაში
5739 ინფიცირებული და 36 გარდაცვლილი - კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18 ოქტომბრიდან ლატვიაში ოთხკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა
ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება - ბიძინა კულუმბეგოვი
"ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი" - გამყრელიძე
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას - ნიკოლოზ ყიფშიძე
"არ დავუშვებთ "ნაციონალური მოძრაობის" რევანშს - "იმედი"
საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ მორიგი ავანტიურა იგეგმება - ჯაღმაიძე
ვეტერანის დღეს დაღუპული მებრძოლებიც გაიხსენეს
ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში მაკა რაზმაძის სავტორო გადაცემა "ჩაი" იწყება