ბუნებრივი აირის ფასმა ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე 1456 დოლარს მიაღწია

 

ლონდონის ICE ბირჟაზე ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა.

 

თბილისის დროით 16:26 საათზე ლონდონის ICE ბირჟაზე ბუნებრივი აირის რეკორდული ფასი დაფიქსირდა – 1456 დოლარი 100 კუბურ მეტრში.

 

ბუნებრივ აირზე ფასების რეკორდული ზრდა ევროპის გაზსაცავების შევსების დაბალმა დონემ და მოსალოდნელმა ცივმა ზამთარმა გამოიწვია.

 

22 სექტემბრისთვის ევროპის გაზსაცავების შევსების დონე 10 წლის წინანდელ მინიმუმზე იყო. ევროპაში ბუნებრივი აირის სპოტური მიწოდების გაზრდის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სამინისტროს მოწოდების საპასუხოდ რუსეთმა უკრაინული მარშრუტით მიწოდების მოცულობის ზრდაზე უარით უპასუხა და უხეშად მიანიშნა, რომ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის ზრდა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ით არის შესაძლებელი.

 

სექტემბრის ბოლოს ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარს გადააჭარბა, ოქტომბრის დასაწყისში 1200 დოლარს მიაღწია და დღეს უკვე 1456 დოლარი დაფიქსირდა.

 

პოლონურ TVP INFO-სთან ევროპარლამენტის გერმანელმა დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ გამართლდა ყველა ის შიში, რომელსაც პოლონელები განიცდიდნენ (გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-თან დაკავშირებით). მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბუნებრივ აირზე ფასის ხელოვნური ზრდა „სოციალური შფოთვის ატმოსფეროს შექმნის”.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0909 ლარი გახდა
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის კურსი 7 დეკემბრისთვის
"ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე წლის ბოლოს გავალთ" - პრემიერი
საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
თიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია
უცხოური ვალუტის კურსი 2 დეკემბრისთვის
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
უცხოური ვალუტის კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ველური, მისტიკური და ცნობისმოყვარე თვალისგან დამალული" - Fodors Travel - ი სვანეთის შესახებ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0867 ლარი გახდა
"საპარტნიორო ფონდს“ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა
საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ" იწყება
26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა
დგას თუ არა ქვეყანაში სასურსათო მარაგის ამოწურვის საფრთხე - ლევან დავითაშვილის განმარტება
საქართველომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას უმასპინძლა
"თბილისში იმყოფებიან უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ზეთისხილის წარმოებაში სურთ ინვესტიციის განხორციელება" - გიორგი სვანიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა