"ნანგრევებში მოყოლილი კაცი სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა... "

"იმ საშინელ დღეს, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, ერთი ახალგაზრდა კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა. შორიდან ვუყურებდი, მივხვდი, რომ მაშველი არ იყო, როგორც ჩანს, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ ანებებდნენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას, - წერს ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვაიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

"მერე ჩაფხუტიც მისცეს და ნიჩაბიც, ეტყობა, ვერ "მოიშორეს", ვერ დაარწმუნეს, რომ გვერდით მდგარიყო.

 

 

პოლიციამ ეზოში გაჩერების უფლება არ მოგვცა ჟურნალისტებს, სადარბაზოებში შევცვივდით და მეზობლებმა შეგვიშვეს, მათი აივნებიდან, ზემოდან, უკეთესად ჩანდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ყველა იმ ადამიანების გადასარჩენად, ეს ბიჭი კი _ განსაკუთრებით. დაღლილი, გასავათებული მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ, ის კი არ ჩერდებოდა.

 

 

რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ დაზარალებულთან კომუნიკაცია შედგა. ეს ახალგაზრდა იმ ადგილს გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა, ამხნევებდა.

 

 

ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა.

 

 

მეორე დღეს რომ მივედი, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა.

 

 

შემთხვევით შევხვდი ეზოში, გავაჩერე, ვკითხე სახელი, ლუკა ჩორგოლაშვილი ვარო, მითხრა. ძალიან წუხდა, რომ სხვები ვერ გადაარჩინა. იმ ადამიანს დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო. დაღლას ვერ ვგრძნობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ვერ ვუშველიდით, ვერ გადავარჩენდით სხვებსო.

 

 

"ბათუმის წყალში" ვმუშაობო, მითხრა. მეგობრებში არ მყავს და ასე საჯაროდ ვეტყვი, რომ ნამდვილი ადამიანია, ანუ ისეთია, როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს. ჩემი პირადი პატივისცემა და მადლობა მას", - წერს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

 

 

 

ცნობისათვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 და გადარჩა 1 ადამიანი. 





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს ღიად ააფრიალა "ნაცმოძრაობის"პარტიული დროშა - დავით ქართველიშვილი
"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი" - სააკაშვილი
"ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი" - ელენე ხოშტარია
"ტოტალიტარულ სექტა "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მობრუნდება ხელისუფლებაში"
"ჩვენებური ლიბერალებისთვისაც ყველაფერი ფარდობითია" - დავით ზარდიაშვილი
"ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს არის არა ისტორიკოსი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი"
"ეს უკონტროლო აგრესია უკვე ადამიანურობის ზღვარზეა" - დავით ზარდიაშვილი
"შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარკამპანიაა, სააკაშვილის მდგომარეობის დასამძიმებლად" - გიორგი ცუცქირიძე
რატომ სდუმს დასავლეთი? - გიორგი ცუცქირიძე
"კრავთა დუმილი" - არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა - ლადო ბოჟაძე
"სად, იყავი არმაზ, მაშინ?- ჟურნალისტი იამზე კიკნაძე არმაზ ახვლედიანს მიმართავს
" ჰყავთ მისი ორეული და ის გამოჰყავთ სასამართლოზე" - ზაზა წერეთელი სააკაშვილზე
"ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორადაც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას"
"სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე"
"ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში"
"ვერც ერთი ადვოკატი ვერ “გაათეთრებს” სააკაშვილს ისე, როგორც ამას პროკურორები აკეთებენ"
"გამაოგნებელია, რომ ამის ჩამდენი ახლა საბრალდებო სკამს იყენებს აქეთ შესატევად" - დავით ზარდიაშვილი
"ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან"
"29 ნოემბერს, რაც მოხდა იმის ნახევრის ნახევარიც რომ გაებედა ვინმეს, სულს ამოხდიდნენ ულაპარაკოდ"
"ახალი მედიკამენტი დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება" - გიორგი ფხაკაძე