"თურმე უნდა მივუტევოთ სააკაშვილს, რათა მერე იგი ტაიფუნად, ცუნამად დაგვატყდეს თავს"

„პოლიტიკური პოლარიზაცია“ უკვე ფუნდამენტური განხეთქილების სახეს იღებს, როცა შერიგება ან მორიგება შეუძლებელია და საკითხი ასე დგას: ვინ-ვის. ამ დროს „მიტევებაზე“ საუბარი აბსოლუტურად უადგილოა და სრული სისულელე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"თურმე უნდა მივუტევოთ სააკაშვილს, რათა მერე იგი ტაიფუნად, ცუნამად დაგვატყდეს თავს! ესაა მთელი ის „ლოგიკა“, რაც ოდენ ბრბოს და არავითარ შემთხვევაში - საკუთარი თავის პატივისმცემელ ხალხს, სამართლიანობად და სამართლად წარმოუდგენია! სწორედ ეს მიუთითებს, რომ ძირეული განხეთქილება გვაქვს ცნობიერსა და არაცნობიერს, გონიერებასა და უგუნურობას, სამართლიანობასა და უსამართლობას, სინდისსა და უსინდისობას და სხვ. და ა.შ. შორის. საბოლოო ჯამში, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, განხეთქილებაა სჯულსა და უსჯულოებას შორის. ეს ყველა დროსა და ნებისმიერ ქვეყანაში - შეურიგებელი განხეთქილება გახლავთ და ამ დროს, სხვა რამ გამოსავალი, გარდა სახელმწიფოსა და სამართლის მიერ უსჯულოების შეკავების, მეტიც - აღკვეთისა, უბრალოდ, არ არსებობს! ეს კი ამასაც ნიშნავს - „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწს არ შევეკარი ზავითა“, ანუ - უსჯულებასთან არც შერიგება და არც მორიგება, არასდროს, არც ერთი გარემოებისას, არც ერთი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ შეიძლება! და როგორც გახარია იტყოდა: წერტილი.

 

სინამდვილეში, არა დრამატული, არამედ ისევ ეს ტრაგიკომიკური სცენარი გვაქვს: არა მხოლოდ პოლიტიკური განხეთქილება პარტიებს შორის, არამედ მივიღეთ ხალხსა და ბრბოს შორის განხეთქილება; ტრაგიკომიკურობის სადემონსტრაციოდ, მაგ. ბუღაძე - სააკაშვილის მხარდამჭერ ბრბოს (მათი „ხალხად“ მიჩნევა - დღითიდღე სულ უფრო შეუძლებელი ხდება!) გამხმოვანებელია და ტაიფუნს ნატრულობს, სააკაშვილის გათავისუფლებით - ცუნამის გამოწვევა სურს. მაგრამ ვაი მას, რადგან „მგზნებარე რევოლუციონერის“ როლში ეს უბადრუკი „ინტელიგენტი“ (რასაც მისივე იდეური მამა - ლენინი, „გავნოს“ უწოდებდა!) ოდენ ტაკიმასხარად გამოიყურება. ცოტა იმასაც ჰგავს, მარკ ტვენს რომ აქვს აღწერილი „უფლისწულსა და მათხოვარში“: წინდების გახდით ქარიშხალის გამოწვევას; ბუღაძესაც, თუკი ტაიფუნი სურს, ასე უნდა მოიქცეს, ეს რიტუალი დაიცვას - არა მხოლოდ მგზნებარე შელოცვა წარმოთქვას, არამედ სცენაზე უნდა დაჯდეს და სააკაშვილის სახელზე წინდები გაიხადოს! ოღონდ ესეც არის - იმ დალოცვილ დროში, როცა ბრბოს ჯერ ისევ სჯეროდა, წინდების გახდითა და სატანისტური შელოცვით ქარიშხალი ამოვარდებაო, სასჯელად ამ უსჯულო ჯადოქრობისათვის - ზეთში ცოცხლად მოხარშვა გახლდათ; დღეს ბუღაძე ზეთში რომც მოხარშო, იგივე წინდებიანი, მაგრამ მაინც - უმი, სირი იქნება;

 

საერთოდაც, ბრბოს გამხმოვანებელთა საზოგადოებრივ გაკიცხვასაც კი, სასჯელზე, რასაკვირველია, დემოკრატიაში - საუბარი ზედმეტია, არავითარი აზრი არა აქვს. ტაკიმასხარა მასხრად აგდებით უნდა მოკლა. მეტი არც არაფრის ღირსი არ არის!"- წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს ღიად ააფრიალა "ნაცმოძრაობის"პარტიული დროშა - დავით ქართველიშვილი
"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი" - სააკაშვილი
"ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი" - ელენე ხოშტარია
"ტოტალიტარულ სექტა "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მობრუნდება ხელისუფლებაში"
"ჩვენებური ლიბერალებისთვისაც ყველაფერი ფარდობითია" - დავით ზარდიაშვილი
"ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს არის არა ისტორიკოსი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი"
"ეს უკონტროლო აგრესია უკვე ადამიანურობის ზღვარზეა" - დავით ზარდიაშვილი
"შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარკამპანიაა, სააკაშვილის მდგომარეობის დასამძიმებლად" - გიორგი ცუცქირიძე
რატომ სდუმს დასავლეთი? - გიორგი ცუცქირიძე
"კრავთა დუმილი" - არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა - ლადო ბოჟაძე
"სად, იყავი არმაზ, მაშინ?- ჟურნალისტი იამზე კიკნაძე არმაზ ახვლედიანს მიმართავს
" ჰყავთ მისი ორეული და ის გამოჰყავთ სასამართლოზე" - ზაზა წერეთელი სააკაშვილზე
"ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორადაც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას"
"სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე"
"ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში"
"ვერც ერთი ადვოკატი ვერ “გაათეთრებს” სააკაშვილს ისე, როგორც ამას პროკურორები აკეთებენ"
"გამაოგნებელია, რომ ამის ჩამდენი ახლა საბრალდებო სკამს იყენებს აქეთ შესატევად" - დავით ზარდიაშვილი
"ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან"
"29 ნოემბერს, რაც მოხდა იმის ნახევრის ნახევარიც რომ გაებედა ვინმეს, სულს ამოხდიდნენ ულაპარაკოდ"
"ახალი მედიკამენტი დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება" - გიორგი ფხაკაძე