"ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული პარტია, ციხე და პატიმრობა, გვარამიამ ამოიკითხა სააკაშვილი" - ანდრია ჯაღმაიძე

გუშინდელი გადაცემით, ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას, ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ამასთან, დეკანოზმა ისაუბრა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას ეხება.

 

„ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო. თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის შეთქმულება ძალიან კარგად იხატება იქ.ეს არის გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე.

 

გუშინ გადაცემაში მიწვეული ახალგაზრდა კაცი ამ ადამიანებმა მიიყვანეს იქამდე, რომ თვითონვე ეძახიან თინეიჯერ ბინ ლადენს. მე გულით მეცოდება ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობამდე მიიყვან. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებს პირდაპირ ტერორს, ეს არის დაანონსებული ტერორი, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას ძალიან დიდი შეცდომა თავისივე მომხრეების წინაშე და ვფიქრობ, რომ პარალელი კარგად გაივლება იმ კრებსებში, რომელსაც ესენი მოიხმობენ ხოლმე ძალიან ხშირად. სწორედ საპატრიარქოს შტურმზე და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე საუბრობს იქ თავის მოაზრეებთან ერთად გოჩა ბარნოვი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე“.

 

„სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, – განაცხადა მეუფე შიომ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი