ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა - მამუკა მდინარაძე

ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები თვითმმართველობის გადასაწყვეტი გონია, ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

 

მისი თქმით, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მითუმეტეს, თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამის ინიცირებას. 

 

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ერთი ფრაზაც კი არ გახმოვანებულა თვითმმართველობის საკითხებზე. 

 

 

"ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია ლაპარაკობდა რეფერენდუმზე, სიძულვილის ენით, ზიზღით, ფეიკებით. იმხელა ტყუილია, დაპირება პენსიის გაზრდაზე, სკოლებში კვებაზე, რომლის პროექტი მუშავდება კაი ხანია და ესეც იციან ძალიან კარგად პარლამენტიდან, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მითუმეტეს თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და  ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ, ამას დააჯერებენ. ეს პრობლემა კვლავ იქნება, მაგრამ შეუძლებელია ამ ხალხთან ოპონირება იმის გარეშე, რომ დაანახო სიმართლე, შეახსენო წარსული და იყო ადეკვატური მათი ქცევების მიმართ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი