მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

„არავითარი განსხვავება არ არის. კაი ხასიათზე იყო. გვესმოდა, აქცია იყო, სიმღერები და რაღაცები, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საკითხზე. ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. დროს ვერ გეტყვით, არ ვიცი.

უფრო დღის პირველ ნახევარში. დღეს და ხვალ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას. წნევის ცვალებადობა კარგი არ არის, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს, ჰოსპიტალიზაცია კი ან არა, ანდა როდის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.

 

„პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ესმის, რომ თუ ძალიან ავად გახდა… ანალიზები ყველა აღებულია. ყველა მზად არის. ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია. მეც ვარ ამ კომისიაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება