18 ოქტომბრიდან ლატვიაში ოთხკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

ლატვიის ხელისუფლება 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ლატვიაში, რომელიც ევროკავშირში კორონავირუსზე ვაქცინაცინირებულთა რაოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაა.

 

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია… ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან – ვაქცინაციაა”, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინში მთავრობის საგანგებო სხდომის დამთავრების შემდეგ.

 

ევროპის დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, ლატვიაში სრულად მოსახლეობის 54%-ია ვაქცინირებული, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 74%-ზე – ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

კარნიშნმა აღნიშნა, რომ ლოკდაუნის პერიოდში დაიკეტება მაღაზიები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ძირითადი სერვისები, მოსწავლეები, გარდა პირველიდან მესამე კლასის ჩათვლისა, ონლაინ სწავლებაზე გადავლენ და 20:00 საათიდან 05:00 საათამდე ყველასათვის, მათ შორის უკვე აცრილებისთვისაც, იმოქმედებს კომენდანტის საათი

ამისათვის „მე ბოდიში უნდა მოვუხადო ყველა აცრილს”, – განაცხადა კრიშიანის კარნიშმა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ რიგის ორი უდიდეს საავადმყოფოდან ერთმა კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სასწრაფო წესით დაიწყო საწოლების მომზადება. ინფიცირების შემთხვევების და საწოლების მოთხოვნის ზრდის გამო წინა კვირას უკვე დაიწყო გეგმური ოპერაციების გადავადება.

 

ლატვიაში ბოლო 7 დღის  ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი არის 2048, ხოლო კოვიდინფიცირებით გარდაცვალებულთა საშუალო დღიური რაოდენობა 13-ის ტოლია.

 

ლატვიის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1859205-ს.





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება